წვდომის მენიუ

შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N 63 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 496 / 6

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2008

მიღების თარიღი აგვისტო 29, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (07.03.2008 №6/414-08) მიმართა შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC” -მ  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N63 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTCფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N63 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

”ა) ნუმერაციის რესურსი ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 450XXX-454XXX;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 29.04.2008 წ- მდე ;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”, ხოლო ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ”განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნას კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.”

შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC”- ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N63   ლიცენზიას მოქმედების ვადა  გაუვიდა 2008 წლის 29 აპრილს. შესაბამისად, შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC-ს მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მოთხოვნები ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N63 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას, კომისიამ იხელმძღვანელა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტია ა) ქვეპუნქტით, რომლის შესაბამისადაც, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ”ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს”.

შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N63  ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხი კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა 2008 წლის 29 აგვისტოს. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, შეადგენს 2006 წლის 29 აგვისტოდან -  2008 წლის 29 აგვისტომდე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს.

კომისია აღნიშნავს, რომ სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ გამართულია 26 (ოცდაექვსი) აუქციონი, 130,000.00 (ას ოცდაათი ათასი) სააბონენტო ნომერზე. აუქციონებზე დაფიქსირებულმა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურების ჯამმა შეადგინა 276,425.00 (ორას სამოცდათექვსმეტი ათას ოთხას ოცდახუთი) ლარი, შესაბამისად, აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულმა 1 სააბონენეტო ნომერზე შეადგინა 2,13 (ორი ლარი და ცამეტი თეთრი) ლარი (276,425.00:130,000.00 =2,13).

            გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N63  ლიცენზია ითვალისწინებს 5000 (ხუთი ათასი) სააბონენტო ნომრით სარგებლობას, შესაბამისად, აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგარძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური შეადგენს 10,650.00 (ათი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარს (2.13 X 5000=10,650).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N63 ლიცენზიას 2008 წლის 29 აპრილიდან 10 წლით - 2018 წლის 29 აპრილამდე;

2. შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N63 ლიცენზიისთვის  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს  - 10,650.00 (ათი ათას ექვსას ორმოცდაათი)  ლარით;

3. უზრუნველყოს შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-მ  10,650.00 (ათი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარის 2008 წლის 29 სექტემბრამდე გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N63 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 450XXX-454XXX;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 29.04.2018 წ- მდე ;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

5. შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

6. შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC-ს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2008 წლის 29 სექტემბრამდე გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC -ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N63 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2008 წლის 29 აპრილიდან;

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

 კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

კომისიის წევრები                                                     ს.ბრიტანჩუკი

                                                                                  ზ.ნონიკაშვილი        

                                                                                  კ.კვიტაიშვილი                                                    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები