წვდომის მენიუ

შპს ”გიჩა” - სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ

ნომერი: 497 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2008

მიღების თარიღი აგვისტო 29, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”გიჩა”-მ (13.08.2007 №6/1938-08) ქ.ფოთში ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის 0-0-9 (ნული-ნული-ცხრა) გამოყოფასთან დაკავშირებით.

   როგორც შპს ”გიჩა”-ს წერილშია აღნიშნული, კომპანია ქ.ფოთში ახორციელებს მოსახლეობის სერვისულ მომსახურებას შემდეგ სფეროებში: საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება და მონტაჟი, საინფორმაციო, საშუამავლო, სარეკლამო მომსახურება და ა.შ. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მომსახურებების მოსახლეობისთვის მიწოდებისთვის  კომპანიას ესაჭიროება ნუმერაციის რესურსი.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”გიჩა”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”გიჩა”-ს ნუმერაციის რესურსი 0-0-9 (ნული-ნული-ცხრა) ქ.ფოთში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”გიჩა”-ს  ნუმერაციის რესურსი - 0-0-9 (ნული-ნული-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით 2009  წლის - 29 აგვისტომდე, ქ.ფოთში;

2. შპს ”გიჩა” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3.  კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”გიჩა”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”გიჩა”-ს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

5.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”გიჩა”-სთვის ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

                        კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

                        კომისიის წევრები:                                                     ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                          ზ.ნონიკაშვილი        

                                                                                                            კ.კვიტაიშვილი                                                       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები