სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.ქუთაისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულების გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 23, 2008
მიღების თარიღი სექტემბერი 05, 2008
ა) 2XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. ქუთაისში;
- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 20000 (ოცი ათასი) ლარით;
- აუქციონის ბიჯმა შეადგინა 1000 (ათასი) ლარი;
ბ) 4XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. ქუთაისში;
- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 20000 (ოცი ათასი) ლარით;
- აუქციონის ბიჯმა შეადგინა 1000 (ათასი) ლარი;
გ) 7XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. ქუთაისში;
- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 20000 (ოცი ათასი) ლარით;
- აუქციონის ბიჯმა შეადგინა 1000 (ათასი) ლარი;
დ) 9XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. ქუთაისში;
- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 20000 (ოცი ათასი) ლარით;
- აუქციონის ბიჯმა შეადგინა 1000 (ათასი) ლარი;
ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 5 აგვისტოს 17:00 საათი, ხოლო აუქციონების ჩატარების თარიღად - 2008 წლის 5 სექტემბრის 13:00 საათი;
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში წარმოადგინეს:
1. 2XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. ქუთაისში:
ა) შპს ”მაგთიკომი” – 31.07.2008 №11/31-08;
ბ) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” – 31.07.2008 №11/35-08;
გ) შპს ”ახალი ქსელები” - 31.07.2008 №11/39-08;
დ) შპს ”სელკომი” - 01.08.2008 №11/41-08;
2. 4XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. ქუთაისში:
ა) შპს ”მაგთიკომი” – 31.07.2008 №11/32-08;
ბ) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” – 31.07.2008 №11/35-08;
გ) შპს ”ახალი ქსელები” - 31.07.2008 №11/38-08;
დ) შპს ”სელკომი” - 01.08.2008 №11/41-08;
3. 7XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. ქუთაისში:
ა) შპს ”მაგთიკომი” – 31.07.2008 №11/33-08;
ბ) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” – 31.07.2008 №11/35-08;
გ) შპს ”ახალი ქსელები” - 31.07.2008 №11/37-08;
დ) პალუშა გიორგობიანი - 04.08.2008 №11/42-08;
ე) კონსტანტინე ამაშუკელი - 04.08.2008 №11/43-08;
4. 9XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. ქუთაისში:
ა) შპს ”მაგთიკომი” – 31.07.2008 №11/33-08;
ბ) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” – 31.07.2008 №11/35-08;
გ) შპს ”ახალი ქსელები” - 31.07.2008 №11/37-08;
დ) პალუშა გიორგობიანი - 04.08.2008 №11/42-08;
ე) კონსტანტინე ამაშუკელი - 04.08.2008 №11/43-08;
კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონები გაიმართა 2008 წლის 5 სექტემბრის კომისიის სხდომაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ან/და პირდაპირი გადაპირების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის ან რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონში კომისიის მიერ დანაწილებული კონკრეტული ზოლის 50 პროცენტის ან მეტის მფლობელი.”
ზემოაღნიშნულ თითოეულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოდგენილი აქვს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანია”-ს, რომელიც ქ.ქუთაისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N51 ლიცენზიის შესაბამისად, ფლობს შემდეგ ნუმერაციის რესურსს: სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 3XXXX, 5XXXX, 6XXXX; (სულ 30,000 სააბონენტო ნომერი). ქ.ქუთაისში სააბონენტო ნუმერაციის საერთო რაოდენობა შეადგენს - 80,000 (ოთხმოცი ათასი) სააბონენტო ნომერს. შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” კომისიის მიერ გამოცხადებულ თითოეულ აუქციონში მონაწილეობისა და გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლებელია გახდეს შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის 50 პროცენტის ან მეტის მფლობელი.
კომისიამ იმსჯელა რა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” თითოეულ აუქციონზე დაშვებადობის საკითხთან მიმართებაში, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფისა და აუქციონში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, აგრეთვე სახელმწიფო ამოწურვადი რესურსის ოპტიმალურად განაწილების და ლიცენზიის რეალურ საბაზრო ფასად გაცემის უზრუნველყოფის მიზნით, გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტით გათვალისიწნებული დისკრეციული უფლებამოსილება, როდესაც კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება და კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” დაშვებულ უნდა იქნას აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად, იმ შემთხვევაში, თუ იგი აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის მხოლოდ 50%-ის მფლობელი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კომპანია აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის 50%-ზე მეტის მფლობელი, იგი მოხსნილი უნდა იქნას შესაბამისი ნუმერაციის რესურსზე გამოცხადებული აუქციონიდან. შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანია” დაუშვას აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად თანმიმდევრობით, პირველად გამოტანილი ნუმერაციის რესურსზე ჩატარებულ აუქციონში შედეგების გათვალისწინებით.
კომისია აღნიშნავს, რომ:
1. 2XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. ქუთაისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად ჩატარდა წილისყრა კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად: შპს ”მაგთიკომი”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №4, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №3; შპს ”ახალი ქსელები”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №1, შესაბამისად, შპს ”სელკომი”-ს წარმომადგენელს წილად ხვდა №2. პირველი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 20,000 ლარს + ერთი ბიჯი, 1000 ლარი) დააფიქსირა შპს ”ახალი ქსელები”-ს წარმომადგენელმა. აუქციონის მსვლელობისას შპს ”მაგთიკომი”-ს წარმომადგენლიმა მე-11 ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა, აუქციონი გააგრძელეს შპს ”ახალი ქსელები”-ს, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” და შპს ”სელკომი”-ს წარმომადგენლებმა. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ბოლოს დასახელებულ იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს დამატებული 22 (ოცდაორი) ბიჯი, რის შემდეგაც შპს ”ახალი ქსელები”-ს წარმომადგენელმა დაამატა ერთი ბიჯი (23 ბიჯი), ხოლო შპს ”სელკომი”-ს წარმომადგენელმა კიდევ ერთი ბიჯი (24 ბიჯი). სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა 25-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, აუქციონი გააგრძელეს შპს ”ახალი ქსელები”-ს და შპს ”სელკომი”-ს წარმომადგენლებმა. შპს ”ახალი ქსელები”-ს წარმომადგენელმა ბოლოს დაასახელა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს დამატებული 25 ბიჯი, რის შემდეგაც შპს ”სელკომი”-ს წარმომადგენელმა 26-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 25 (ოცდახუთი) ბიჯი, სულ 45,000.00 (ორმოცდახუთი ათასი) ლარი დააფიქსირა შპს “ახალი ქსელები”-ს წარმომადგენელმა.
2. 4XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. ქუთაისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად ჩატარდა წილისყრა კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად: შპს ”მაგთიკომი”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №2, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №1, შპს ”ახალი ქსელები”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №4, შესაბამისად, შპს ”სელკომი”-ს წარმომადგენელს წილად ხვდა №3. აუქციონის მსვლელობისას შპს ”მაგთიკომი”-ს წარმომადგენლიმა მე-14 ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა, აუქციონი გააგრძელეს შპს ”ახალი ქსელები”-ს, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” და შპს ”სელკომი”-ს წარმომადგენლებმა. შპს ”სელკომმა” 28-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. აუქციონი გააგრძელეს შპს ”ახალი ქსელები”-ს და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა. შპს ”ახალი ქსელები”-ს წარმომადგენლის მიერ ბოლოს დასახელებულ იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 28 (ოცდარვა) ბიჯი, რის შემდეგაც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა 29-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 28 (ოცდარვა) ბიჯი, სულ 48,000.00 (ორმოცდარვა ათასი) ლარი დააფიქსირა შპს “ახალი ქსელები”-ს წარმომადგენელმა.
3. 7XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. ქუთაისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად ჩატარდა წილისყრა კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად: შპს ”მაგთიკომი”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №2 სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №4; შპს ”ახალი ქსელები”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №1, პალუშა გიორგობიანმა ყუთიდან ამოიღო №3, შესაბამისად, კონსტანტინე ამაშუკელს წილად ხვდა №5. აუქციონის მსვლელობისას შპს ”მაგთიკომი”-ს წარმომადგენელმა მე-7 ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. აუქციონი გააგრძელეს შპს ”ახალი ქსელები”-ს, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლებმა, პალუშა გიორგობიანმა და კონსტანტინე ამაშუკელმა. პალუშა გიორგობიანის მიერ ბოლოს დასახელებულ იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 23 (ოცდასამი) ბიჯი, რის შემდეგაც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა 24-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა, კონსტანტინე ამაშუკელმა 24-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა და შპს ”ახალი ქსელები”-ს წარმომადგენელმა 24-ე ბიჯის დასახელებაზე ასევე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა, შესაბამისად, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 23 (ოცდასამი) ბიჯი, სულ 43,000.00 (ორმოცდასამი ათასი) ლარი დააფიქსირა პალუშა გიორგობიანმა.
4. 9XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. ქუთაისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად ჩატარდა წილისყრა კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად: შპს ”მაგთიკომი”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №1 სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №2; შპს ”ახალი ქსელები”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №3, პალუშა გიორგობიანმა ყუთიდან ამოიღო №4, შესაბამისად, კონსტანტინე ამაშუკელს წილად ხვდა №5. აუქციონის მსვლელობისას შპს ”მაგთიკომი”-ს წარმომადგენლიმა მე-13 ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა, აუქციონი გააგრძელეს შპს ”ახალი ქსელები”-ს, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლებმა, პალუშა გიორგობიანმა და კონსტანტინე ამაშუკელმა. შპს ”ახალი ქსელები”-ს მიერ ბოლოს დასახელებულ იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 21 (ოცდაერთი) ბიჯი, რის შემდეგაც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა 22-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. აუქციონი განაგრძეს შპს ”ახალი ქსელები”-ს წარმომადგენელმა, პალუშა გიორგობიანმა და კონსტანტინე ამაშუკელმა. პალუშა გიორგობიანმა 22-ე ბიჯის დასახელებაზე ასევე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. აუქციონი გააგრძელეს შპს ”ახალი ქსელები”-ს წარმომადგენელმა და კონსტანტინე ამაშუკელმა. შპს ”ახალი ქსელები”-ს წარმომადგენელმა 23 ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა, შესაბამისად, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 22 (ოცდაორი) ბიჯი, სულ 42,000.00 (ორმოცდაორი ათასი) ლარი დააფიქსირა კონსტანტინე ამაშუკელმა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ახალი ქსელები” ქ.ქუთაისში 2XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 45,000.00 (ორმოცდახუთი ათასი) ლარი .
2. უზრუნველყოს შპს ”ახალმა ქსელებმა”-მ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს 13,500.00 – (ცამეტი ათას ხუთასი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2,000.00 (ორი ათასი) ლარი ანუ 11,500.00 (თერთმეტი ათას ხუთასი) ლარის გადახდა 2008 წლის 5 ოქტომბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (31,500.00 - ოცდათერთმეტი ათას ხუთასი ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ახალი ქსელები” ქ.ქუთაისში 4XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 48,000.00 (ორმოცდარვა ათასი) ლარი .
5. უზრუნველყოს შპს ”ახალმა ქსელებმა”-მ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს 14,400.00 – (თოთხმეტი ათას ოთხასი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2,000.00 (ორი ათასი) ლარი ანუ 12,400.00 (თორმეტი ათას ოთხასი) ლარის გადახდა 2008 წლის 5 ოქტომბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
6. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (33,600.00 - ოცდაცამეტი ათას ექვსასი ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
7. გამარჯვებულად გამოცხადდეს პალუშა გიორგობიანი ქ.ქუთაისში 7XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 43,000.00 (ორმოცდასამი ათასი) ლარი .
8. უზრუნველყოს პალუშა გიორგობიანმა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს 12,900.00 – (თორმეტი ათას ცხრაასი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2,000.00 (ორი ათასი ) ლარი ანუ 10,900.00 (ათი ათას ცხრაასი) ლარის გადახდა 2008 წლის 5 ოქტომბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
9. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (30,100.00 - ოცდაათი ათას ასი ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
10. გამარჯვებულად გამოცხადდეს კონსტანტინე ამაშუკელი ქ.ქუთაისში 9XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 42,000.00 (ორმოცდაორი ათასი) ლარი .
11. უზრუნველყოს კონსტანტინე ამაშუკელმა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს 12,600.00 – (თორმეტი ათას ექვსასი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2,000.00 (ორი ათასი) ლარი ანუ 10,600.00 (ათი ათას ასი) ლარის გადახდა 2008 წლის 5 ოქტომბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
12. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (29,400.00 - ოცდაცხრა ათას ოთხასილარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
13. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
14. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
15. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
16. დაევალოს კომისიის აპარატის პრესმდივანს (ხ.ყურაშვილი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
17. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
18. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
19. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);
20. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
