საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 58 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2008
მიღების თარიღი სექტემბერი 05, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 05 სექტემბრის N 58 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს N 58 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 და მე-3 საკითხები (ერთი მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ; ერთი მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ სს ”საქართველოს გართიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ) სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” 2008 წლის 04 სექტემბრის №6/2094-08 წერილის საფუძველზე, 2008 წლის 12 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგში;
2. ამოღებულ იქნეს N 58 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-5 საკითხი (შპს ”ვიტელ ჯორჯიასთვის” დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ) შპს ”ვიტელ ჯორჯიას” მიერ 2008 წლის 03 სექტემბერს ხარვეზის შევსების თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად;
3. დამატებით შეტანილ იქნეს N 58 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 2 (ორი) საკითხი:
ა) საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდისთვის” ნუმერაციის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);
ბ) ”შპს ”სერვისისთვის” ნუმერაციის მინიჭების შესახებ” კომისიის 2008 წლის 14 ივლისის №402/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე);
4. დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 05 სექტემბრის N 58 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
