წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 504 / 8

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2008

მიღების თარიღი სექტემბერი 05, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “ბროდბანდ 4 იუ”-მ ფართოზოლოვანი მომსახურებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი და შესაძლებელია გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა”   და  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი:

- წყვილი სიხშირული ზოლი: 27912,5 მჰც  ÷ 27968,5 მჰც და 28 920,5 მჰც ÷ 28 976,5 მჰც;

ბ) თითოეული ზოლის სიგანე: 56 მჰც

გ) გადამცემის გამოსასვლელი სიმძლავრე: 0.112 ვტ. (20.5 dbm);

დ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული საზღვარი: ქ.თბილისი, ქ.რუსთავი, ქ.ქუთაისი და ქ.ბათუმი;

2. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს  380,054.40 (სამას ოთხმოცი ათას ორმოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარით;

3. აუქციონების  ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2008 წლის 17 ოქტომბრის 13:00 საათი;

4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2008 წლის 28 სექტემბრის 17:00 საათამდე;

5. აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ - 19,003 (ცხრამეტი ათას სამი) ლარს.

6. სალიცენზიო პირობა:

ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

ბ) ლიცენზიის აღების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება ლიცენზიით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის;

7. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლი­ცენ­ზი­ის მაძიებელი განცხა­დე­ბით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სახის სარგებლობის ლიცენზიის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

8.  ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი.ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე სააქციო კომერციულ ბანკში ”თი-ბი-სი”, სს ”ბაზისბანკში” ან სს ”საქართველოს ბანკში” შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

 

-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;                     -ბანკი: სს ,,ბაზისბანკი’’;

-ა/ანგარიში: 609326;                                             -ა/ანგარიში: 7434136;

-კოდი: 220101830;                                                -კოდი: 220101956;

-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;                            -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

-ბანკი: ს/ს საქართველოს ბანკი;

-ა/ანგარიში: 125435501;

-კოდი:220101502;

- საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10 %,  გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას;

რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში;

9. აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;

10. დაევალოს კომისიის აპარატის  პრეს მდივანს (ხ.ყურაშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

11. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის წევრები:                                                               

ზ.ნონიკაშვილი

გ.ფრუიძე

კ.კვიტაიშვილი

ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები