წვდომის მენიუ

”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდი”-სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ

ნომერი: 511 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2008

მიღების თარიღი სექტემბერი 05, 2008

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდმა” (01.09.2008 №7/328-08) ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით. როგორც წერილშია აღნიშნული, ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდი” ახორციელებს პროგრამას თბილისის ბავშვთა დახმარების ცენტრი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ძალადობა განცდილ ბავშვებთან და მათი ოჯახის წევრებთანდ მუშაობა, მსხვერპლთა რეაბილიტაცია, ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების გადამზადება და სწორედ აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად ესაჭიროება ნუმერაციის რესურსი.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქედან, რომ ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდი”-ს  მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - ე.წ. ცხელი ხაზის ორგანიზებისთვის, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდს”  ნუმერაციის რესურსი 8-0-6-5 (რვა-ნული-ექვსი-ხუთი) საქართველოს ტერიტორიაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდს” ნუმერაციის რესურსი  8-0-6-5 (რვა-ნული-ექვსი-ხუთი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2009  წლის - 5 სექტემბრამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;

2. ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

5.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდი”-სთვის ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის წევრები:                               ს.ბრიტანჩუკი

                                                              ზ.ნონიკაშვილი        

                                                               გ,ფრუიძე

                                                              კ.კვიტაიშვილი                                                    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები