წვდომის მენიუ

“შპს ”სერვისისთვის” ნუმერაციის მინიჭების შესახებ” კომისიის 2008 წლის 14 ივლისის №402/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 512 / 19

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2008

მიღების თარიღი სექტემბერი 05, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 14 ივლისის  №402/7 გადაწყვეტილებით შპს ”სერვისს” მიენიჭა ნუმერაციის რესურსი - 0-0-3 (ნული-ნული-სამი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით საქართველოს ტერიტორიაზე;

კომისიის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში დაშვებულ იქნა ტექნიკური სახის შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების  პირველ პუნქტიში 2008 წლის ნაცვლად მითითებულ უნდა იქნას 2009 წელი, გამომდინარე იქიდან, რომ  შპს ”სერვისს” ნუმერაციის რესურსი - 0-0-3 (ნული-ნული-სამი) მიენიჭა ერთი წლის ვადით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”-ს 59-ე და მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და  63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1. გასწორდეს დაშვებული ტექნიკური შეცდომა, შევიდეს ცვლილება  კომისიის 2008 წლის 14 ივლისის  №402/7 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მიენიჭოს შპს ”სერვისს” ნუმერაციის რესურსი - 0-0-3 (ნული-ნული-სამი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით 2009 წლის - 14 ივლისამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;”

2.   დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნჯავახიძე; ნ.ჯანელიძე):

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ”სერვისი” -სთვი გაგზავნა;

ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება  კომისიის გვერდზე ინტერნეტში;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ ) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის წევრები:                                                                

ს.ბრიტანჩუკი

ზ.ნონიკაშვილი

გ.ფრუიძე

კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები