წვდომის მენიუ

ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-5-6 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 514 / 8

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 22, 2008

მიღების თარიღი სექტემბერი 12, 2008

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 14 ივლისის N404/8  გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-5-6 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.

რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 25,000.00 (ოცდახუთი ათასი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 5 აგვისტოს 17:00 საათი, ხოლო აუქციონების  ჩატარების თარიღად -  2008 წლის 12 სექტემბრის 13:00  საათი. აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 1,250.00 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარი;

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა:

            1. შპს ”აი ქეი ეფ ჯორჯია” - 31.07.2008 №11/40-08;

2. შპს ”სერვისლაინი” – 04.08.2008 №11/44-08;

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონი გაიმართა 2008 წლის 12 სექტემბრის კომისიის სხდომაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-5-6 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  შესაბამისად ჩატარდა წილისყრა  კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად შპს ”აი ქეი ეფ ჯორჯია”-ს  წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №1, შესაბამისად, შპს ”სერვისლაინი”-ს წარმომადგენელს წილად ხვდა №2. პირველი, რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 25,000.00 ლარს + ერთი ბიჯი - 1,250.00 ლარი) დააფიქსირა შპს ”აი ქეი ეფ ჯორჯია”-ს წარმომადგენელმა. აუქციონის მსვლელობისას, შპს „სერვისლაინი”-ს მიერ ბოლოს დასახელებულ იქნა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 59 (ორმოცდაცხრამეტი) ბიჯი, რის შემდეგაც შპს „აი ქეი ეფ ჯორჯია“-ს წარმომადგენელმა დაამატა კიდევ ერთი ბიჯი. შპს „სერვისლაინი“-ს წარმომადგენელმა 61-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად,  გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 60 (სამოცი) ბიჯი, სულ 100,000.00 (ასი ათასი) ლარი დააფიქსირა შპს ”აი კეი ეფ ჯორჯია”-ს წარმომადგენელმა.

            “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-5-6 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”აი ქეი ეფ ჯორჯია”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 100,000.00 (ასი ათასი) ლარი.

2.  უზრუნველყოს შპს „აი ქეი ეფ ჯორჯია”-მ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს  30,000.00 – (ოცდაათი ათასი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარი ანუ 27,500.00 (ოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარის გადახდა, 2008 წლის 12ოქტომბრამდე, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (70,000.00 - სამოცდათი ათასი ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს, ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;    

4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.  კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის  პრესმდივანს (ხ.ყურაშვილი)  აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

8.  დაევალოს კომისიის აპარატის  სამართლებრივ დეპარტამენტს  (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

10. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს  (კ.ყურაშვილი).                 

კომისიის წევრები:                                                    

ს.ბრიტანჩუკი

ზ.ნონიკაშვილი

გ.ფრუიძე

კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები