სს ”ეგრისსა” და შპს ”მობიტელს” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 23, 2008
მიღების თარიღი სექტემბერი 12, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ სს ”ეგრისმა” 2008 წლის 6 აგვისტოს განცხადებით მიმართა კომისიას, შპს ”მობიტელთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში სს ”ეგრისი” აღნიშნავს, რომ შპს ”მობიტელისადმი” არაერთხელ იქნა გაგზავნილი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით მიმართვები, რომლებზეც შპს ”მობიტელი”-ს მხრიდან არავითარი რეაგირება არ მომხდარა.
მოთხოვნები:
1. დაავალოს კომისიამ მოპასუხე მხარეს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმება სს ”ეგრისთან”;
2. კომისიის გადაწვეტილების დაუყონებლივ აღსრულება.
აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 29 აგვისტოს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: სს ”ეგრისის” მხრიდან ხ. ინჯია, ხოლო შპს ”მობიტელის” მხრიდან - ი. ესართია. აღნიშნულ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე და მხარეებმა მოითხოვეს, სხდომის გადადება, ვინაიდან მხარეებს შორის მიმდინარეობდა ხელშეკრულების გაფორმების პირობებზე მოლაპარაკება. განმეორებითი მოსამზადებელი სხდომა, კომისიაში გაიმართა 2008 წლის 12 სექტემბერს, რომელზეც სს ”ეგრისის” წარმომადგენელმა მოითხოვა დავის განხილვის დღის დანიშვნა.
კომისია აღნიშნავს, რომ სხვა დამატებითი მტკიცებულებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხარეებს არ წარმოუდგენიათ, ხოლო საკითხი კომისიის რეგულირების სფეროს განეკუთვნება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს სს ”ეგრისსა” და შპს ”მობიტელს” შორის დავის განხილვა 2008 წლის 19 სექტემბერს 16:00 საათზე;
2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს (გ.ხოჯევანიშვილი).
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილება ამოქმედდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
წევრები:
კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
გ. ფრუიძე
ს. ბრიტანჩუკი
