საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 61 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2008
მიღების თარიღი სექტემბერი 12, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 12 სექტემბრის N 61 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს N 51 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2, მე-4 - მე-7 და მე-14 საკითხები (შპს ”აიეტის” გაფრთხილების შესახებ; სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” სანქცირების შესახებ; ერთი მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას შორის დავის განხილვის შესახებ; შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გართიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ; ერთი მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ სს ”საქართველოს გართიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ; შპს ”ბლექ სი ტელეკომის” მიერ საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის თაობაზე) კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. დამატებით შეტანილ იქნეს N 61 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 2 (ორი) საკითხი:
ა) შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N34 ლიცენზიის ნაწილობრივ გადაპირების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);
ბ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების თაობაზე (მომხს. ნ. ნიჟარაძე).
3. დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 12 სექტემბრის N 61 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
