წვდომის მენიუ

შპს ”PALACE INVESTMENTS AND HOLDINGS LIMITED”- ისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 520 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 22, 2008

მიღების თარიღი სექტემბერი 12, 2008

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”PALACE INVESTMENTS AND HOLDINGS LIMITED”-მა (რეგისტრირებული  ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ, 2007 წლის 6 ივლისს ს.კ. № 245598161) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/329-13; 02.09.08)  ქ. ბათუმში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში  ხუთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს  ”PALACE INVESTMENTS AND HOLDINGS LIMITED”-ს  ერთი წლის ვადით 404.600 მჰც, 404.625 მჰც, 404.650 მჰც, 404.675 მჰც და 404.700 მჰც  სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ბათუმში  და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს ”PALACE INVESTMENTS AND HOLDINGS LIMITED”-ისთვის  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”PALACE INVESTMENTS AND HOLDINGS LIMITED”-ისთვის  სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”PALACE INVESTMENTS AND HOLDINGS LIMITED”-ისთვის   ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი         

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები