შპს ”დელტანეტი”-ს გაფრთხილების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 23, 2008
მიღების თარიღი სექტემბერი 12, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”დელტანეტი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის №120/1), კომპანია ასევე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F46 ლიცენზიას (გაცემულს კომისიის 2007 წლის 2 მარტის №109/1 გადაწყვეტილების შესაბამისად) შემდეგი სალიცენზიო ვალდებულებებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი რადიოსარელეო კავშირებისათვის შემდეგ სიხშირულ ზოლებზე:
ა.ა 5974.85 მჰც ± 14.5 მჰც და 6226.89 მჰც ± 14.5 მჰც;
ა.ბ 6004.5 მჰც ± 14.5 მჰც და 6256.54 მჰც ± 14.5 მჰც;
ა.გ 6034.15 მჰც ± 14.5 მჰც და 6286.19 მჰც ± 14.5 მჰც;
ა.დ 6063.8 მჰც ± 14.5 მჰც და 6315. 84მჰც ± 14.5 მჰც.
ბ) რადიოსარელეო სადგურების განთავსების კოორდინატები:
ბ.ა) თბილისი 41˚45’ 34’’ 44˚55’ 48’’
ბ.ბ) მცხეთა 41˚49’ 46’’ 44˚41’ 08.’’
ბ.გ) გორი 42˚00’ 25’’ 44˚02’ 26’’
ბ.დ) დედაბერა 42˚09’ 12’’ 43˚31’ 28’’
ბ.ე) ზესტაფონი 42˚06’ 36.7’’ 43˚00’ 55’’
ბ.ვ) გურია 42˚03’ 58’’ 42˚13’ 04’’
ბ.ზ) მწვანე კონცხი 41˚41’ 38’’ 41˚42’ 54’’
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2007 წლის 12 თებერვლიდან - 2017 წლის 12 თებერვლამდე;
დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
5. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (13,837.32 - ცამეტი ათას რვაას ოცდაჩვიდმეტი ლარი და ოცდათორმეტი თეთრი) გადახდის ვალდებულება სემდეგი გრაფიკის მიხედვით:
2,306.22 ლარი - 2007 წლის 12 აპრილამდე;
2,306.22 ლარი - 2007 წლის 12 ივნისამდე;
2,306.22 ლარი - 2007 წლის 12 აგვისტომდე;
2,306.22 ლარი - 2007 წლის 12 ოქტომბრამდე;
2,306.22 ლარი - 2007 წლის 12 დეკემბრამდე;
2,306.22 ლარი - 2008 წლის 12 თებერვლამდე;
ასევე კომისია აღნიშნავს, რომ ”შპს ”დელტანეტსა” და შპს ”ვიტელ ჯორჯიას” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ” კომისიის 2007 წლის 6 ივლისის №385/5 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ”დელტანეტს” განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F53 ლიცენზიიდან გამომდინარე, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის დარჩენილი ნაწილის (538,461.00 ხუთას ოცდათვრამეტი ათას ოთხას სამოცდაერთი ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
134,615.25 ლარი - 2007 წლის 18 ივლისამდე;
134,615.25 ლარი - 2007 წლის 18 სექტემბრამდე;
134,615.25 ლარი - 2007 წლის 18 ნოემბრამდე;
134,615.25 ლარი - 2008 წლის 18 იანვრამდე;
და ზემოაღნიშნული თანხების საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში აქვს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (10/512-08, 09.09.08) რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ”დელტანეტს” მთლიანობაში ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გრაფიკის დავალიანება 413,070.63 (ოთხას ცამეტი ათას სამოცდაათი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2008 წლის 9 სექტემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”დელტანეტი”-ს სანქცირების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით ეცნობა შპს ”დელტანეტს” (03/2379-08, 09.09.08) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მხარეს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.
კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებათა შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს ”დელტანეტს” საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში არ აქვს გადახდილი კომისიის 2007 წლის 2 მარტის №109/1 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით შემდეგი თანხები:
2,306.22 ლარი - 2007 წლის 12 აგვისტომდე;
2,306.22 ლარი - 2007 წლის 12 ოქტომბრამდე;
2,306.22 ლარი - 2007 წლის 12 დეკემბრამდე;
2,306.22 ლარი - 2008 წლის 12 თებერვლამდე;
(ჯამში - 9,224.99 ცხრა ათას ორას ოცდაოთხი ლარი და ოთხმოცდაცხრამეტი თეთრი)
ხოლო კომისიის 2007 წლის 6 ივლისის №385/5 გადაწყვეტილების შესაბამისად შემდეგი თანხები:
134,615.25 ლარი - 2007 წლის 18 სექტემბრამდე;
134,615.25 ლარი - 2007 წლის 18 ნოემბრამდე;
134,615.25 ლარი - 2008 წლის 18 იანვრამდე;
(ჯამში - 403,845.75 ოთხას სამი ათას რვაას ორმოცდახუთი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი)
შესაბამისად შპს ”დელტანეტი”-ს მიერ საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებულმა დავალიანებად საერთო ჯამში შეადგინა - 413,070.63 (ოთხას ცამეტი ათას სამოცდაათი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარი
კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური, ამავე დროს, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდა წარმოადგენს შპს ”დელტანეტი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F46 ლიცენზიის სალიცენზიო ვალდებულებას და ამავე დროს, შპს ”დელტანეტი”-სთვის კომისიის 2007 წლის 6 ივლისის №385/5 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა, წარმოადგენს მის მიმართ ამავე კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს, კერძოდ, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს..
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”დელტანეტი”-ს მიერ დარღვეულ იქნა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტი, ამავე დროს, შპს ”დელტანეტი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F46 ლიცენზიის სალიცენზიო ვალდებულებების ბ) ქვეპუნქტი და კომისიის 2007 წლის 6 ივლისის №385/5 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, რაც წარმოადგენს შპს დელტანეტი”-ს მიმართ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. შესაბამისად, შპს ”დელტანეტი”-ს მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება. ამავე დროს, შპს ”დელტანეტს” უნდა დაეკისროს ვალდებულება დაუყოვნებლივ დაფაროს საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის სახით არსებული დავალიანება 413,070.63 (ოთხას ცამეტი ათას სამოცდაათი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარი
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს ”დელტანეტს” ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F46 ლიცენზიის სალიცენზიო ვალდებულებების ბ) ქვეპუნქტისა და კომისიის 2007 წლის 6 ივლისის №385/5 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს ”დელტანეტმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანების 413,070.63 (ოთხას ცამეტი ათას სამოცდაათი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარის დაუყოვნებლივ გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300773402;
3. უზრუნველყოს შპს ”დელტანეტმა” 413,070.63 (ოთხას ცამეტი ათას სამოცდაათი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
4. ეცნობოს შპს ”დელტანეტ”-ს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული დარღვევის ნებაყოფლობით აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება შპს ”დელტანეტს” დააკისროს ჯარიმა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”დელტანეტი”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
6. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისთვის;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
8. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”დელტანეტი”-სთვის ჩაბარების დღიდან;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილ
კ.კვიტაიშვილი
ს.ბრიტანჩუკი
