წვდომის მენიუ

ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-7-4 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 527 / 8

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 29, 2008

მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2008

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს N466/8  გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-7-4 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.

რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 25,000.00 (ოცდახუთი ათასი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 29 აგვისტოს 17:00 საათი, ხოლო აუქციონების  ჩატარების თარიღად -  2008 წლის 19 სექტემბრის 13:00  საათი. აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 1,250.00 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარი;

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა:

1. შპს ”მობიტელი” - 20.08.2008 №11/46-08;

2. შპს ”ვიტელ ჯორჯია” – 29.08.2008 №11/48-08;

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონი გაიმართა 2008 წლის 19 სექტემბრის კომისიის სხდომაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 19 სექტემბრის სააუქციონო სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს წარმომადგენელი და კომპანია “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  შესაბამისად, მოიხსნა აუქციონიდან და მის  მიერ გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10% (ბე) უნდა მიიმართოს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ შპს ”მობიტელი”-ს წარმომადგენელმა.

კომისია აღნიშნავს, რომ “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად,  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს ”მობიტელი”-ს წარმომადგენელმა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის -  26,250.00 (ოცდაექვსი ათას ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”მობიტელი”  ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-7-4 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 26,250.00 (ოცდაექვსი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი;

2.  უზრუნველყოს შპს ”მობიტელმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს 7,875.00  – (შვიდი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარი ანუ 5375.00 (ხუთი ათას სამას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა 2008 წლის 19 ოქტომბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (18,375.00 - თვრამეტი ათას სამას სამოცდათხუთმეტი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;           

4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.  კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში;

5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) შპს ”მობიტელი”-ს და შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს  მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხების საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის  პრესმდივანს (ხ.ყურაშვილი)  აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

8.  დაევალოს კომისიის აპარატის  სამართლებრივ დეპარტამენტს  (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის  მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

10. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს  (კ.ყურაშვილი).

კომისიის წევრები:                                                    

ს.ბრიტანჩუკი

ზ.ნონიკაშვილი

გ.ფრუიძე

კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები