რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2008
მიღების თარიღი იანვარი 25, 2008
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-3 პუნქტის, ”ლ” ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სამსახურის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის BUYNAK61/DW6000, GROZNI42/DW6000, NALCHIK/YAMAL-37, GROZNY7/LINKSTAR, MIATLIY/VT2-6, KURMI/VT2-6, HN7000, KISLOVO4/SKYSTAR-360, GROZNY8/LINKSTAR, NAR3/DOZOR-3, NALCHIK3/DOZOR-3, TEGENEKL/DOZOR-3, CHERK139/KROSNA-INT, N-ARHYZ/KROSNA-INT და CHERKES/LINKSTAR მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე წერილების (№ UMS-50/3197, 18.12.07; № UMS-50/3250, 25.12.07; № UMS-50/3251, 25.12.07; № UMS-50/3252, 25.12.07; № UMS-50/3253, 25.12.07. და № UMS-50/3293, 26.12.07.) დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
