წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს ”სერვისს” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 532 / 16

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 08, 2008

მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის  26 აგვისტოს, შპს ”სერვისმა” განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში ”კომისია”) (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის №6/2041-08), სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წინააღმდეგ დავის განხილვის მოთხოვნით. განმცხადებელი მოითხოვს კომისიის გადაწყვეტილებით დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” თანალოკაციის ფართზე დაშვების ტარიფის ბათილობა, მისი კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებასთან შეუსაბამობის გამო, აგრეთვე არადისკრიმინაციული ტარიფის გაუქმება და დარიცხული მომსახურების საფასურის გადაანგარიშება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სერვისის” წარმოდგენილი მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად,  განცხადებაზე დანართის სახით, შპს ”სერვისმა” კომისიაში წარმოადგინა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სახელზე გაგზავნილი განცხადებები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სერვისის” განცხადება დანართებთან ერთად გადაეგზავნა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, რომელსაც განესაზღვრა ვადა 2008 წლის 12 სექტემბრამდე, შეპასუხების წარმოსადგენად.

კომისიამ, შეისწავლა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, განცხადებაში დასმული მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ საკითხი კომისიის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება და საჭიროა მისი განხილვა და არსებითი გადაწყვეტა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 19 სექტემბრის კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  წარმომადგენლის მიერ დაყენებული იქნა შუამდგომლობა საქმის წარმობის შეჩერების შესახებ, კერძოდ შუამდგომლობის ავტორი ეყრდნობა რა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლსი 30 მაისის განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ სასამართლოს მიერ კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერებულია, კეროდ 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების  სარეზოლუციო ნაწილის მე-3; მე-4; მე-7 პუნქტების მე-12 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის, მე-13 და მე-14 პუნქტების მოქმედება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ნაწილში. კომისიამ მოისმინა ასევე შპს ”სერვისის” დირექტორის - ხ. პეტრიაშვილის მოსაზრება დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რომელიც არ დაეთანხმა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნას.

კომისია აღნიშნავს, რომ მის მიერ განხილულ იქნა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ წარმოდგენილი  წერილობითი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ზემოაღნიშნული მოთხოვნების ნაწილზე, კერძოდ თანალოკაციის ფართზე დაშვების ტარიფის კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებასთან შეუსაბამობის ნაწილში, კომისიამ უნდა იმსჯელოს მას შემდეგ, რაც გაუქმდება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 მაისის განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რის შემდგომაც კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების  სარეზოლუციო ნაწილის მე-3; მე-4; მე-7 პუნქტების მე-12 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის, მე-13 და მე-14 პუნქტების მოქმედება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ნაწილში შევა ძალაში. აღნიშნულ გარემეობაზე დაყრდნობით, კომისია, მიიჩნევს, რომ შპს ”სერვისის” განცხადებაში წარმოდგენილ პირველ მოთხოვნაზე - სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოწვევის ოფერტაში ცვლილებების შეტანის  დავალდებულების შესახებ, თანალოკაციის ფართში დაშვების ტარიფის კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებასთან შეუსაბამობის გამო,  ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წარმოება დავაზე უნდა შეჩერდეს და იგი უნდა განახლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 მაისის სარჩელის უზრუნველყოფის განჩინების გაუქმების შემდგომ.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე და 39-ე მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაინიშნოს ერთი მხრივ, შპს ”სერვისს” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის, დავის არსებითი  განხილვა, 2008 წლის 03 ოქტომბერს  16:00 საათზე;

2. შეჩერდეს ადმინისტრაციული წარმოება დავაზე შპს ”სერვისს” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის - სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების საფუძველზე გამოქვეყნებულ მოწვევის ოფერტაში ცვლილებების შეტანის  დავალდებულების შესახებ, თანალოკაციის ფართში დაშვების ტარიფის კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებასთან შეუსაბამობის გამო,  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 მაისის სარჩელის უზრუნველყოფის განჩინების გაუქმებამდე. 

3.  დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს (უ.სეთური).

4.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).

5.  გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების მეორე პუქნტის გარდა, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამ გადაწყვეტილების მეორე პუქნტი შესაძლებელია გასაჩივრდეს  ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან;

6. გადაწყვეტილება ძალაშია მხარეებისთვის  მისი ასლის ჩაბარების დღიდან.

 წევრები:                                                                                      კ. კვიტაიშვილი

                                                                                                       ზ. ნონიკაშვილი

                                                                                                       გ. ფრუიძე

                                                                                                       ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები