წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N65 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 533 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 23, 2009

მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2008

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის N 65 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს, დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით, № 65 სხდომის დღის წესრიგის პროექტის:

ა) მე-10 (სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”ახალი ქსელებსა” და შპს ”ახტელს” შორის ფინანსური ვალდებულებების თაობაზე დასკვნის ცნობად მიღების შესახებ) საკითხი კომისიის 2008 წლის 24 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

ბ) მე-7 (შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გართიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ) საკითხი კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

გ) მე-2 (შპს ”აიეტის” გაფრთხილების შესახებ) და მე-4 (შპს ”Black sea Telecom”-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის თაობაზე) საკითხები კომისიის 2008 წლის 10 ოქტომბრის დღის წესრიგის პროექტში;

2. დამატებით შეტანილ იქნეს  N 65 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 1 (ერთი) საკითხი:

ა) ეუთოს მისიისთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე).

3.  დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის N 65 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

                  კომისიის წევრი                                                         ს. ბრიტანჩუკი                                             

                  კომისიის წევრი                                                          ზ. ნონიკაშვილი    

                 კომისიის წევრი                                                           გ. ფრუიძე     

                 კომისიის წევრი                                                           კ. კვიტაიშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები