წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, სს ”ეგრისსა” და მეორე მხრივ, შპს ”მობიტელს” შორის დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 535 / 16

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 29, 2008

მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ სს ”ეგრისმა” 2008 წლის 6 აგვისტოს განცხადებით მიმართა  კომისიას, შპს ”მობიტელთან” დავის  განხილვის მოთხოვნით.

კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში სს ”ეგრისი” აღნიშნავს, რომ შპს ”მობიტელისადმი” არაერთხელ იქნა გაგზავნილი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით მიმართვები, რომლებზეც შპს ”მობიტელი”-ს მხრიდან არავითარი რეაგირება არ მომხდარა.

მოთხოვნები:

1. დაავალოს კომისიამ მოპასუხე მხარეს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმება სს ”ეგრისთან”;

2. კომისიის გადაწვეტილების დაუყონებლივ აღსრულება.

აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 29 აგვისტოს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: სს ”ეგრისის” მხრიდან ხ. ინჯია, ხოლო შპს ”მობიტელის” მხრიდან - ი. ესართია. აღნიშნულ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე და მხარეებმა მოითხოვეს სხდომის გადადება, ვინაიდან მხარეებს შორის მიმდინარეობდა ხელშეკრულების გაფორმების პირებებზე მოლაპარაკება. განმეორებითი მოსამზადებელი სხდომა, კომისიაში გაიმართა 2008 წლის 12 სექტემბერს, რომელზეც სს ”ეგრისის” წარმომადგენელმა მოითხოვა დავის განხილვის დღის დანიშვნა.

კომისია აღნიშნავს, რომ სხვა დამატებითი მტკიცებულებები  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხარეებს არ წარმოუდგენიათ, ხოლო საკითხი კომისიის რეგულირების სფეროს განეკუთვნება.

2008 წლის 19 სექტემბერს კომისიაში აღნიშნულ საკითხზე გაიმართა არსებითი სხდომა. გაირკვა, რომ მხარეებს შორის მოხდა სადაო საკითხზე შეთანხმება და მხარეებმა გააფორმეს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეებმა იშუამდგომლეს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, ვინაიდან, განმცხადებელი უარს ამბობს გნცხადებაზე, ხოლო მოპასუხე მხარემ ცნო მოთხოვნა. 

 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონილი კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება სს ”ეგრისსა” და შპს ”მობიტელს” შორის დავაზე;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისათვის გაგზავნა;

3.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

5.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.

კომისიის წევრები:            კ. კვიტაიშვილი

                                              ზ. ნონიკაშვილი

                                               გ. ფრუიძე

                                               ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები