შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2008
მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 2 ივლისს (კომისიაში რეგისტრაციის №6/1405-08) განცხადებით მიმართა შპს ”კავკასუს ონლაინმა” დავის განხილვის მოთხოვნით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წინააღმდეგ.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად, 2008 წლის 15 ივნისს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ წარმოდგენილ და შემდგომ გამოქვეყნებულ იქნა მოწვევის ოფერტები. წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ წარმოდგენილი მოწვევის ოფერტები გამოქვეყნდა გარკვეული ხარვეზებით, რაც წინააღმდეგობაშია, როგორც კომისიის გადაწყვეტილებებთან, ასევე მოქმედ კანონმდებლობასთან. განმცხადებელი ასაჩივრებს, როგორც სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების მოწვევის ოფერტის, ასევე სატელეფონო საკანალიზაციო არხებთან დაშვების მოწვევის ოფერტის პირობებს და მოითხოვს, კომისიის გადაწყვეტილებით დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, მის მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტების კომისიის გადაწყვეტილებებთან და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, წარმოდგენილია შენიშვნები საკანალიზაციო არხებთან დაშვების პირობებთან, მათ შორის მოწვევის ოფერტის მე-5 მუხლთან; მე-6 მუხლის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე პუნქტებთან; მე-7 მუხლთან; მე-8 მუხლთან; მე-11 მუხლთან, ასევე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების (მოწვევის ოფერტა) წინადადების მე-2 მუხლის მესამე პუნქტთან, მე-4 მუხლთან, მეხუთე მუხლის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ქვეპუნქტებთან, მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან; მოწვევის ოფერტის დანართი №1-ის მე-5 და მეექვსე მუხლებთან დაკავშირებით, ოფერტის დანართი №3-ის პირობებთან დაკავშირებით.
კომისიამ, შეისწავლა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, განცხადებაში დასმული მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ საკითხი კომისიის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება და საჭიროა მისი განხილვა და არსებითი გადაწყვეტა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” განცხადება გადაეგზავნა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”. მხარეებს ეცნობათ მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღი და დრო, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ასევე განესაზღვრა ვადა მათი მოსაზრების წერილობითი ფორმით წარმოსადგენად.
კომისია აღნიშანვს, რომ 2008 წლის 25 ივლისის მოსამზადებელ სხდომაზე მხარეებმა უარი განაცხადეს წარმოდგენილი პოზიციების დაზუსტებაზე. კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №437/16 გადაწყვეტილებით შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვა დაინიშნა 2008 წლის 01 აგვისტოს.
კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 01 აგვისტოს სხდომაზე, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსის (გ. ბუთბაია) მიერ წარმოდგენილი იქნა დასკვნა, შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სატელეფონო კანალიზაციის არხებთან დაშვების და სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილების რესურსთან დაშვების მოწვევის ოფერტების ხარვეზების შესახებ წარმოდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლებმა იშუამდგომლეს კომისიის წინაშე კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის დასკვნის გასაცნობად და მათი მოსაზრებების წარმოსადგენად დამატებითი ვადის განსაზღვრის და დავის განხილვის დღის გადადების შესახებ. დავის განხილვა გადაიდო 2008 წლის 8 აგვისტოსთვის. მხარეთა გამოუცხადებლობის გამო დავის განხილვა გადაინიშნა 2008 წლის 12 სექტემბრისათვის, ხოლო შემდგომ მხარეთა შუამდგომლობით 2008 წლის 19 სექტემბრისათვის.
კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე განხილულ იქნა კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის დასკვნა, შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სატელეფონო კანალიზაციის არხებთან დაშვების და სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილების რესურსთან დაშვების მოწვევის ოფერტების ხარვეზების შესახებ წარმოდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით. კომისიის ხდომაზე მოსმენილი იქნა შპს ”კავკასუს ონლაინის” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგნელების ახსნა-განმარტებები.
კომისიამ, შეისწავლა რა წარმოდგენილი განცხადება, მხარეთა ახსნა-განმარტები, ასევე კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის დასკვნა, მიაჩნია, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” განცხადება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სატელეფონო კანალიზაციის არხებთან დაშვების და სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილების რესურსთან დაშვების მოწვევის ოფერტებში ცვლილებების განხორციელების შესახებ ნაწილობრივ საფუძვლიანია და შესაბამისად, მათი მოთხოვნებიც უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ კომისიას მიაჩნია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” უნდა დაევალოს მის მიერ გამოქვეყნებული მომსახურების შეთავაზების წინადადებებში ცვლილებების განხორციელება, ქვემორე ცხრილის შესაბამისად:
ცხრილი №1. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების (მოწვევის ოფერტა) წინადადებაში შესატანი ცვლილებები:
|
კომისიის 2007 წლის 17 აპრილის №191/9 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად, მოწვევის ოფერტაში უნდა იყოს: |
კორექტირებას ექვემდებარება გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის შემდეგი პუნქტები: |
განსახორციელებელი შესწორებები |
|
ა.ე) ხელშეკრულების გაფორმების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მოწვევის ოფერტაზე მსურველი პირის მიერ აქცეპტის წარმოდგენის თარიღიდან არაუმეტეს 20 კალენდარულ დღეს; |
ოფერტის მე-6 მუხლის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე პუნქტები |
დაშვების ყველა პროცედურა უნდა დასრულდეს 20 კალენდარული დღის ვადაში |
|
ა.ი) საკანალიზაციო არხებში მსურველი ავტორიზებული პირისათვის დამატებითი სიმძლავრეების გამოყოფის პროცედურები და პირობები, მათ შორის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 კალენდარულ დღეს; |
ოფერტის მე-7 მუხლის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე პუნქტები |
დამატებითი სიმძლავრის გამოყოფის ყველა პროცედურა უნდა დასრულდეს 20 კალენდარული დღის ვადაში. |
ცხრილი №2. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სპილეძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილთან დაშვების შეთავაზების (მოწვევის ოფერტა) წინადადებაში შესატანი ცვლილებები:
|
კომისიის 20 ივლისის 2007 წლის №400/9 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად მოწვევის ოფერტაში უნდა იყოს: |
კორექტირებას ექვემდებარება გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის შემდეგი პუნქტები: |
განსახორციელებელი შესწორებები |
|
ა.ე) წყვილების ფართოზოლოვან რესურსებთან დაშვების ხელშეკრულების გაფორმების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მოწვევის ოფერტაზე მსურველი პირის მიერ აქცეპტის წარმოდგენის თარიღიდან არაუმეტეს 20 კალენდარულ დღეს; |
ოფერტის მე-5 მუხლის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე პუნქტები |
დაშვების ყველა პროცედურა უნდა დასრულდეს 20 კალენდარული დღის ვადაში |
|
ა.თ) თანალოკაციის ფართზე სპილენძის სააბონენტო წყვილების ფართოზოლოვანი რესურსების დამატებითი სიმძლავრეების გამოყოფის პროცედურები და პირობები, მათ შორის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 კალენდარულ დღეს; |
ოფერტის მე-2 მუხლის მესამე პუნქტი და ოფერტის დანართი 1-ის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე პუნქტები |
დამატებითი სიმძლავრის გამოყოფის ყველა პროცედურა უნდა დასრულდეს 20 კალენდარული დღის ვადაში |
კომისია უფლებამოსილია დამატებით აღნიშნოს, რომ კომისიის სპეციალური უფლებამოსლების ფარგლები კონკრეტულად არის დადგენილი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 (კერძოდ, ამ მუხლის მესამე პუნქტის ”ვ” და ”ნ” ქვეპუნქტები), 36-ე და 37-ე მუხლები ცალსახად მიუთითებენ კომისიის კომპეტენციას სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებს შორის, სადაო საკითხების რეგულირებისას, შემოიფარგლოს მხოლოდ საკუთარი კომპეტენციითა და უფლებამოსილებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს იმ საკითხების რეგულირება, რომელიც არ შედის მის კომპეტენიცაში და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის სამოქალაქო-სამართლებრივი კანონმდებლობით მოწესრიგებულ კერძო ურთიერთობებს მიეკუთვნება.
კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიზებულ პირებს შორის სამართლებრივ ურთიერთობათა წარმოშობის საფუძველია მათ შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ჰ2” პუნქტის შესაბამისად, კომისიის კომპეტენციას წარმოადგენს კონკურენციის წინასწარი რეგულირება, რაც მოიცავს ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საკუთარი ინიციატივით (22-ე მუხლის მე-5 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტი) ან დაინტერესებული პირის განცხადების (22-ე მუხლის მე-5 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი) საფუძველზე, მათთვის ამავე კანონის მეხუთე თავით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრებას და მათ შესრულებაზე კონტროლს.
2007 წლის 20 ივლისის №400/9 და 2007 წლის 17 აპრილის №191/9 გადაწყვეტილებებით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების და სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილების რესურსთან დაშვების მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე და დაეკისრა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მეხუთე თავით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის დაევალა გამოაქვეყნოს მოწვევის ოფერტები. 2007 წლის 20 ივლისის №400/9 და 2007 წლის 17 აპრილის №191/9 გადაწყვეტილებებით კომისიამ დაადგინა იმ პირობების მინიმუმი, რომელიც მოწვევის ოფერტებში სავალდებულო წესით უნდა ასახულიყო. აღნიშნული პირობები კომისიის ადმინისტრაციული აქტით განსაზღვული სავალდებულო პირობებია, რომელიც უნდა აისახოს მოწვევის ოფერტაში. კომისიის კომპეტენციას მიეკუთვნება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოწვევის ოფერტის სწორედ ამ ნაწილში-კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 და 2007 წლის 17 აპრილის №191/9 გადაწყვეტილებებით დადგენილ პირობებთან შესაბამისობის შემოწმება. მოწვევის ოფერტის სხვა არაარსებით პირობებს ადგენს მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი, რაც მომსახურების მიმღები ავტორიზებული პირის მიერ უნდა იქნას აქცეპტირებული, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე და 334-ე მუხლებისა.
ამასთან, კომისია მიიჩნევს, რომ მისი უფლებამოსილებები არ არის შეზღუდული არ არის შეზღუდული, თუ ადგილი აქვს ავტორიზებული პირის მიერ მნიშვენლოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს სათანადო რეგულირება, თუმცა არა კონკურენციის წინასწარი რეგულირების სტადიაზე. შესაბამისად, სანამ არ გაფორმებულა მხარეთა შორის ხელშეკრულებები მომსახურების მიღებაზე და არ მომხდარა მხარის მიერ მომსახურების გაწევისას მისი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, კომისია წინასწარ ვერ დაარეგულირებს მომსახურების მიმოწოდებელი პირის მიერ მოწვევის ოფერტაში განსაზღვრულ არაარსებით პირობებში, კონკურენციის შემზღუდავი ფაქტობრივი გარემეობების არსებობას და ვერ იმსჯელებს საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ.
კომისია ამახვილებს ყურადრებას იმაზეც, რომ განმცხადებელი მხარის მიერ არ ყოფილა დასმული კომისიის 2007 წლის 17 აპრილის №191/9 და 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებების გადასინჯვის ან განვრცობის მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე, 41-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით,
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს ”კავკასუს ონალინის” მოთხოვნა და დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” უზრუნველყოს :
ა) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების (მოწვევის ოფერტა) წინადადებაში შემდეგი ცვლილებების განხორციელება:
|
2007 წლის 17 აპრილის №191/9 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად მოწვევის ოფერტაში უნდა იყოს: |
კორექტირებას ექვემდებარება გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის შემდეგი პუნქტები: |
განსახორციელებელი შესწორებები |
|
ა.ე) ხელშეკრულების გაფორმების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მოწვევის ოფერტაზე მსურველი პირის მიერ აქცეპტის წარმოდგენის თარიღიდან არაუმეტეს 20 კალენდარულ დღეს; |
მოწვევის ოფერტის მე-6 მუხლის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე პუნქტები |
დაშვების ყველა პროცედურა უნდა დასრულდეს 20 კალენდარული დღის ვადაში |
|
ა.ი) საკანალიზაციო არხებში მსურველი ავტორიზებული პირისათვის დამატებითი სიმძლავრეების გამოყოფის პროცედურები და პირობები, მათ შორის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 კალენდარულ დღეს; |
მოწვევის ოფერტის მე-7 მუხლის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე პუნქტები |
დამატებითი სიმძლავრის გამოყოფის ყველა პროცედურა უნდა დასრულდეს 20 კალენდარული დღის ვადაში. |
ბ) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სპილეძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილთან დაშვების შეთავაზების (მოწვევის ოფერტა) წინადადებაში შემდეგი ცვლილებების შეტანა:
|
2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად მოწვევის ოფერტაში უნდა იყოს: |
კორექტირებას ექვემდებარება გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის შემდეგი პუნქტები: |
განსახორციელებელი შესწორებები |
|
ა.ე) წყვილების ფართოზოლოვან რესურსებთან დაშვების ხელშეკრულების გაფორმების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მოწვევის ოფერტაზე მსურველი პირის მიერ აქცეპტის წარმოდგენის თარიღიდან არაუმეტეს 20 კალენდარულ დღეს; |
მოწვევის ოფერტის მე-5 მუხლის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე პუნქტები |
დაშვების ყველა პროცედურა უნდა დასრულდეს 20 კალენდარული დღის ვადაში |
|
ა.ი) საკანალიზაციო არხებში მსურველი ავტორიზებული პირისათვის დამატებითი სიმძლავრეების გამოყოფის პროცედურები და პირობები, მათ შორის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 კალენდარულ დღეს; |
ოფერტის მე-2 მუხლის მესამე პუნქტთან და ოფერტის დანართი 1-ის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე პუნქტები |
დამატებითი სიმძლავრის გამოყოფის ყველა პროცედურა უნდა დასრულდეს 20 კალენდარული დღის ვადაში |
2.დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულება სამი სამუშაო დღის ვადაში;
3. მიეცეს წინადადება შპს ”კავკასუს ონალინს” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” უზრუნველყონ სათანადო ხელშეკრუელბების გაფორმება ამ გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესრულების შემდგომ და ხელშეკრუელბის გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებებში მაქსიმალურად გაითვალსიწინონ კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ კომისიის 2008 წლის 01 აგვისტოს სხდომაზე წარმოდგენილ დასკვნში (შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სატელეფონო კანალიზაციის არხებთან დაშვების და სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილების რესურსთან დაშვების მოწვევის ოფერტების ხარვეზების შესახებ წარმოდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით) ასახული სარეკომენდაციო წინადადებები;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
5. გადაწყვეტილება ძალაშია მხარეებისთვის მისი ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
კომისიის წევრები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
ს. ბრიტანჩუკი
