ასოციაცია (კავშირი) ,,ათინათის” №48 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 29, 2008
მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ წერილით (№7/407-07) კომისიას მომართა ასოციაცია (კავშირი) ,,ათინათმა”, რომელმაც მოითხოვა მისი კუთვნილი №B48 ლიცენზიით (კერძო საერთო საეთერო ტელერადიომაუწყებლობა) განსაზღვრული სამაუწყებლო სიხშირის (105.9მგჰც) 500ვტ სიმძლავრის 2 კვტ-მდე გაზრდა ქ. ზუგდიდში.
ასოციაცია (კავშირი) ,,ათინათის” განმარტებით, აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ქ. ზუგდიდში, სადაც, იგი მაუწყებლობს 105, 9 მგჰც FM რადიო სიხშირეზე, ურთის მთიდან და მას შემდეგ რაც ეროვნულმა მაუწყებლებმა დაიწყეს ფუნქციონირება ზუგდიდის რაიონში, მკვეთრად გაუარესდა კომპანიის სამაუწყებლო გარემო. ზუგდიდის რაიონში მაუწყებლობენ მძლავრი (1-დან 2,5 კვტ-მდე) რადიოსადგურები, რომელთა ანტენები განთავსებულია ქალაქის სატელევიზიო ანძაზე და წარმოქმნიან სხვადასხვა სახის კომბინაციურ სიხშირეებს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ,,ათინათის” შედარებით დაბალი სიმძლავრის გადამცემით დასხივებულ ტალღაზე. მათი აზრით, პრობლემას მოხსნის ასოციაცია ,,ათინათის” სიმძლავრის გათანაბრება ამ სამაუწყებლო ზონაში ფუნქციონირებადი რადიოსადგურების სიმძლავრეებთან.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
შესაბამისად, ასოციაცია ,,ათინათის” განცხადების საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, 2008 წლის 1 აპრილს, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ასოციაცია ,,ათინათის” №B48 ლიცენზიის მოდიფიცირების და კომისიის 2006 წლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.
ზეპირი მოსმენის სხდომა კომისიაში გაიმართა 2008 წლის 23 მაისს, სხდომას ესწრებოდა ასოციაცია (კავშირი) ”ათინათის” დირექტორი - გ. ხასია.
კომისიამ, მიზანშეწონილად მიიჩნია ასოციაცია ,,ათინათის” №B48 კერძო საერთო საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების მიიღება, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ სამაუწყებლო სიხშირის 500 ვტ-დან 2 კვტ-მდე გაზრდა იწვევს სალიცენზიო გადასახდელის ოდენობის ზრდას 1215 (ათას ორას თხუთმეტი) ლარით (6 075 ლარიდან 7 290 ლარამდე). ასოციაცია ”ათინათი” 2004 წლის 5 ნოემბრის N589/22 გადაწყვეტილებით სალიცენზიო გადასახდელს იხდიდა გრაფიკის მიხედვით ყოველწლიურად 348,07 (სამას ორმოცდარვა ლარი და 07 თეთრი) ლარის ოდენობით. ამჟამად, ამ გრაფიკის მიხედვით გადასახდელია სამი წლის თანხა, სულ 1044.21 ლარი (ათას ორმოცდაოთხი ლარი და 21 თეთრი) (348,07 X 3). კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული სალიცენზიო გადასახდელი თანხა 1044.21 (ათას ორმოცდაოთხი ლარი და 21 თეთრი) ლარი, სიმძლავრის მატების გამო გაზრდილ თანხასთან ერთად 1215 (ათას ორას თხუთმეტი) ლარი სულ 2259.21 (ორი ათას ორას ორმოცდაცხრამეტი ლარი და 21 თეთრი) ლარი გადახდილ უნდა იქნას ყოველვთიურად ერთი წლის განმავლობაში.
,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლელობით
გადაწყვიტა
1. მოდიფიცირებულ იქნას ასოციაცია ,,ათინათის” №B48 ლიცენზია, შევიდეს ცვლილებები კომისიის 2006 წლის №43/2 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების 28-ე პუნქტის ზ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) ანტენაზე მიწოდებული სიმძლავრე - არა უმეტეს 2 კვტ.”
2. სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი ნაწილის 2259,21 (ორი ათას ორას ორმოცდაცხრამეტი ლარი და 21 თეთრი) ლარი გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
|
მიმღები |
ხაზინის ერთიანი ანგარიში |
|
ანგარიშის N |
200122900 |
|
ბანკი |
სახელმწიფო ხაზინა |
|
კოდი |
220101222 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
300773062 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
188,26 ლარი - 2008 წლის 19 ოქტომბრამდე;
188,26 ლარი - 2008 წლის 19 ნოემბრამდე;
188,26 ლარი - 2008 წლის 19 დეკემბრამდე;
188,26 ლარი - 2009 წლის 19 იანვარამდე;
188,26 ლარი - 2009 წლის 19 თებერვლამდე;
188,26 ლარი - 2009 წლის 19 მარტამდე;
188,26 ლარი - 2009 წლის 19 აპრილამდე;
188,26 ლარი - 2009 წლის 19 მაისამდე;
188,26 ლარი - 2009 წლის 19 ივნისამდე;
188,26 ლარი - 2009 წლის 19 ივლისამდე;
188,26 ლარი - 2009 წლის 19 აგვისტომდე;
188,35 ლარი - 2008 წლის 19 სექტემბრამდე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება, ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. აროშიძე);
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის გაგზავნა ასოციაცია ,,ათინათისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით და გადაწყვეტილების ელექტრონული ვერსიის კომისიის ვებ-გვერდზე განთავსება(ნ.ჯანელიძე);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსს (გ. რატიშვილი).
კომისიის წევრები:
ზ. ნონიკაშვილი
ს. ბრიტანჩუკი
კ. კვიტაიშვილი
გ. ფრუიძე
