შპს ”მობიტელი” - სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2008
მიღების თარიღი იანვარი 25, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის №795/8 გადაწყვეტილებით 880.335 მჰც¸883.365 მჰც; 887.055 მჰც¸889.515 მჰც; 925.335 მჰც¸928.365 მჰც; 932.055 მჰც¸934.515 მჰც სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ”მობიტელი”.
ამავე გადაწყვეტილებით, შპს ”მობიტელს” „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (27,874,175.00 - ოცდაშვიდი მილიონ რვაას სამოცდათოთხმეტი ათას ას სამოცდათხუთმეტი ლარი) 30%-ს - 8,362,252.50 (რვა მილიონ სამას სამოცდაორი ათას ორას ორმოცდათორმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1,161,423,90 (ერთი მილიონ ას სამოცდაერთი ათას ოთხას ოცდასამი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარი ანუ 7,200,828.60 (შვიდი მილიონ ორასი ათას რვაას ოცდარვა ლარი და სამოცი თეთრი) ლარის 2008 წლის 28 იანვრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის წესი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ”მობიტელი” -ს მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია 7,200,828.60 (შვიდი მილიონ ორასი ათას რვაას ოცდარვა ლარი და სამოცი თეთრი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”მობიტელს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F59 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 880.335 მჰც¸883.365 მჰც; 887.055 მჰც¸889.515 მჰც; 925.335 მჰც¸928.365 მჰც; 932.055 მჰც¸934.515 მჰც სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 25 იანვრამდე;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: 2008 წლის 25 იანვრიდან 1(ერთი) წელი;
დ) 2008 წლის 25 იანვრიდან სამი წლის განმავლობაში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:
რეგიონი 1: ქ.თბილისი,;
რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;
რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;
რეგიონი 4: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;
რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;
რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის, წალკის რაიონები;
რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;
რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის რაიონები;
რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;
რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის რაიონები;
რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის რაიონები;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (19,511,922.50 - ცხრამეტი მილიონ ხუთას თერთმეტი ათას ცხრაას ოცდაორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (19,511,922.50 - ცხრამეტი მილიონ ხუთას თერთმეტი ათას ცხრაას ოცდაორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
1,625,993.54 ლარი - 2008 წლის 25 თებერვლამდე
1,625,993.54 ლარი - 2008 წლის 25 მარტამდე;
1,625,993.54 ლარი - 2008 წლის 25 აპრილამდე;
1,625,993.54 ლარი - 2008 წლის 25 მაისამდე;
1,625,993.54 ლარი - 2008 წლის 25 ივნისამდე;
1,625,993.54 ლარი - 2008 წლის 25 ივლისამდე;
1,625,993.54 ლარი - 2008 წლის 25 აგვისტომდე;
1,625,993.54 ლარი - 2008 წლის 25 სექტემბრამდე;
1,625,993.54 ლარი - 2008 წლის 25 ოქტომბრამდე;
1,625,993.54 ლარი - 2008 წლის 25 ნოემბრამდე;
1,625,993.54 ლარი - 2008 წლის 25 დეკემბრამდე;
1,625,993.56 ლარი - 2009 წლის 25 იანვრამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტებს (დ.კიკნაძე; რ.ქურდაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
