წვდომის მენიუ

ეუთოს მისიისთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 546 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 29, 2008

მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2008

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ეუთოს მისიამ  საქართველოში  კომისიას მიმართა განცხადებით (7/318-08; 18.08.2008) საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე სიხშირეების  მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს ეუთოს მისიას საქართველოში ერთი წლის ვადით  442.200 მჰც, 150.075 მჰც, 155.675 მჰც, 162.300 მჰც, 167.700 მჰც, 152.225 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში, 442.200 მჰც, 150.125 მჰც, 155.125 მჰც  სიხშირეები  ქ. გორში  და 153.925 მჰც, 151.600 მჰც, 5.390 მჰც,  7.390 მჰც სიხშირეები  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. აღირიცხოს ეუთოს მისიისთვის საქართველოში მინიჭებული სიხშირეები  კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ეუთოს მისიისთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ეუთოს მისიისთვის საქართველოში  ჩაბარებისთანავე. 

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი         

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები