წვდომის მენიუ

შპს ტელეკომპანია რუსთავი 2” №B9 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის №716/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 55 / 2

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 14, 2008

მიღების თარიღი იანვარი 25, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ წერილით (№6/1224-2007) კომისიას მიმართა შპს ”რუსთავი 2”-მა, რომელმაც მოითხოვა მისი კუთვნილი №B9 ლიცენზიის (კერძო საერთო საეთერო ტელერადიომაუწყებლობა) მოდიფიცირება იმგვარად, რომ შპს ,,რუსთავი 2”-მა შეცვალოს სამაუწყებლო სიხშირე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონით, მაუწყებლობის იგივე დაფარვის ზონის შენარჩუნებით ქ. ბათუმში. კომპანიის მტკიცებით, აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ დაბალი მეტრული სატელევიზიო არხები აღარ გამოიყენება ევროპასა და მსოფლიოს რიგ ქვეყნებში მაუწყებლობისათვის. ქ. ბათუმში შპს ,,რუსთავი 2”-ის სამაუწყებლო სიგნალი ვრცელდება მე-3 მეტრული სატელევიზიო არხით და გამომდინარე მაუწყებლობის ტექნოლოგიური განვითარებიდან, შპს ,,რუსთავი 2”-მა მიზანშეწონილად მიიჩნია შეცვალოს მეტრულ ტალღათა დიაპაზონის მე-3 არხი ქ. ბათუმში დეციმეტრული დიაპაზონის არხით, მაუწყებლობის იგივე დაფარვის ზონის შენარჩუნებით.

  შპს ,,რუსთავი 2”-ის წერილის საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის ბ)ქვეპუნქტის შესაბამისად, 2007 წლის 28 დეკემბერს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,რუსთავი 2”-ის №B9 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით, ხოლო საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა 2008 წლის 25 იანვარს.

  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 

   კომისიამ, შესაძლებლად  მიიჩნია შპს ,,რუსთავი 2”-ის №B9 ლიცენზიის მოდიფიცირება  და სათანადო ცვლილებების განხორციელება კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის №716/1  გადაწყვეტილებაში. 

     ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის  45-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტისა  და  საქართველოს  ,,ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლის  თანახმად,  კომისიამ

გადაწყვიტა:                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                   

1. მოდიფიცირებულ იქნას შპს ”რუსთავი 2”-ის  №B9  ლიცენზია. შევიდეს ცვლილება კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის 716/1 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:   

 

სამოქმედო ზონა(ქალაქები და რაიონები)

ანტენის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ

სატელევიზიო არხი

სიმძლ. კვტ

მაუწყებლობის საშ.რად კმ

1

თბილისი

მთაწმინდის ანძა

44E47; 41N41

240

9

5

60

2

ბათუმი

ბათუმის ანძა

41E43; 41N41

50

42

3

60

3

შუახევი

შუახევის ანძა

42E11; 41N38

30

1

0.1

15

4

დედოფლის წყარო

დ. წყაროს ანძა

46E08; 41N27

65

39

2

25

5

ყვარელი

სანავარდოს ანძა

45E46; 41N58

78

2

0.25

20

6

თელავი

ცივის ანძა

45E29; 41N55

40

41

1

15

7

თიანეთი

თიანეთის ანძა

44E57; 42N06

45

7

0.1

10

8

გორი

გორის ანძა

44E03; 42N02

160

31

3

30

9

ხაშური

ბექამის ანძა

43E33; 42N00

25

9

0.1

10

10

დმანისი

დმანისის ანძა

44E13; 41N22

230

34

3

30

11

აბასთუმანი

აბასთუმნის ანძა

42E52; 41N55

25

8

0,1

10

12

ბორჯომი

ბორჯომის ანძა

42E22; 41N49

42

10

0.1

10

13

წალკა

წალკის ანძა

44E14; 41N38

40

5

0.1

15

14

ახალციხე

ახალციხის ანძა

42E57; 41N38

52

5

0.25

25

15

ახალქალაქი

ახალქალაქის ანძა

43E25; 41N21

65

4

0,1

10

16

ოზურგეთი

ოზურგეთის ანძა

42E01; 41N55

25

1

0.1

10

17

ჩოხატაური

ჩოხატაურის ანძა

42E15; 42N01

38

2

0,1

20

18

ქუთაისი

ქუთაისის ანძა

42E44; 42N17

112

7

5

50

19

ჭიათურა

ჭიათურის ანძა

43E16; 42N17

70

3

0.1

10

20

ტყიბული

ტყიბულის ანძა

43E00; 42N21

60

3

0.1

15

21

ამბროლაური

ამბროლაურ. ანძა

43E09; 42N31

30

3

0,1

15

22

ონი

ონის ანძა

43E27; 42N35

34

12

0.1

10

23

ცაგერი

ცაგერის ანძა

42E45; 42N39

25

2

0.1

20

24

ლენტეხი

ლენტეხის ანძა

42E43; 42N47

25

6

0.1

15

25

საჩხერე

საჩხერის ანძა

43E24; 42N21

35

28

0,1

10

26

ფოთი

ფოთის ანძა

41E41; 42N09

40

22

0,5

15

27

ზუგდიდი

ზუგდიდის ანძა

41E52; 42N30

35

27

0.1

10

28

ჩხოროწყუ

ჩხოროწყუს ანძა

42E07; 42N31

40

33

0.1

15

29

მესტია

მესტიის ანძა

42E41; 43N03

48

5

0.1

20

30

ჯვარზენი

ჯვარზენის ანძა

42E07; 42N43

30

11

0.1

10

31

წალენჯიხა

წალენჯიხის ანძა

42E04; 42N36

30

5

0,1

10

2. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტს (მ.აროშიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს “რუსთავი 2”-ისთვის  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით და კომისიის ვებ-გვერდზე განთავსება(ნ. ჯანელიძე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ.  N 1ა) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.  რატიშვილი).  

კომისიის თავმჯდომარე

გ. არველაძე

კომისიის წევრები:                                                                                                                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გ. ფრუიძე

კ.  კვიტაიშვილი                                                                                                                                                             

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები