წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელსა” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 550 / 16

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 08, 2008

მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2008

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა”  2008 წლის 17 სექტემბერს განცხადებით მიმართა  კომისიას, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს ”კავკასიის ციფრული ქსელი” აღნიშნავს, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შეაჩერა განმცხადბელ მხარესთან ურთიერთჩართვა და ამასთან ერთად, გადააჭარბა რა თავის უფლებამოსილებას, ორმხრივად გათიშა სატელეფონო ნომრები - 259555 და 259511. ეს ნომრები, როგორც განმცხადებელი იუწყება, მათ აღებული აქვთ შეთანხმების ოქმის საფუძველზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისაგან” და არანაირი კავშირი არ აქვს ურთიერთჩართვასთან.

მოთხოვნები:

1. დაუყოვნებლივ ჩაირთოს CDN Ltd-ის კუთვნილი ნომრები 259555 და 259511;

2. გაფრთხილდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია.

აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 26 სექტემბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” მხრიდან დ. თუთბერიძე, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  მხრიდან - ლ. გიორგაძე. აღნიშნულ სხდომაზე გაირკვა, რომ განმცხადებლის პირველი მოთხოვნა შესრულებული იყო მოპასუხე მხარის მიერ და აღნიშნული ტელეფონის ნომრები მუშაობენ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ. თუთბერიძემ განაცხადა, რომ იგი ხსნის მოდავე მხარის სანქცირების მოთხოვნას და მოითხოვა წარმოების შეწყვეტა, თუმცა, ამასთან, კომისიას მიმართა თხოვნით, გამოყოფილ იქნეს კომისიის თანამშრომელთა ჯგუფი, რომელიც გამოიკველვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონილი კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელსა”  და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავაზე;

2. დაკმაყოფილდეს განმცხადებლის შუამდგომლობა და დაევალოს კომისიის აპარატის თანამშრომლებს (კ. ყურაშვილი, გ. ხოჯევანიშვილი, ც. უჯმაჯურიძე) აღნიშნული საკითხის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა და შესაბამისი დასკვნის კომისიისთვის წარმოდგენა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისათვის გაგზავნა;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.

კომისიის წევრები:                     კ. კვიტაიშვილი

                                                ზ. ნონიკაშვილი

                                                გ. ფრუიძე

                                                ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები