შპს „ალანიასთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 08, 2008
მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2008
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ალანია” ფლობს ქ.თბილისში კერძო ტელემაუწყებლობის (საერთო მაუწყებლობა) ლიცენზიას № B100 (ვადა 16.05.2018), 35-ე სატელევიზიო არხზე 2000ვტ სიმძლავრის სატელევიზიო გადამცემით მაუწყებლობაზე.
ტელეკომპანიის რადიოსარელეო ხაზის ორგანიზაციისთვის, შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, შპს ”ალანიასთვის” 10გჰც სიხშირულ დიაპაზონში შერჩეულ იქნა რადიოსარელეო სიხშირული წყვილი (10015 მჰც±14 მჰც და 10365 ±14 მჰც) თითოეული ზოლის სიგანით 28 მჰც.
სიხშირეები გათვალისწინებულია აღნიშნული მიმართულებებით რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოსაყენებლად.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ალანიას” სიხშირეები 10015 მჰც ± 14 მჰც და 10365 მჰც ± 14მჰც ქ.თბილისი-კოჯორი-წალკა, აგრეთვე, გორი-ხაშური-ბორჯომი-ახალციხე- ახალქალაქი და ნინოწმინდას მიმართულებებით რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ლიცენზიის მოქმედების ვადით (16 .05 2018);
2. დაევალოს შპს „ალანიას” ქ.თბილისი-კოჯორი-წალკა, აგრეთვე, გორი-ხაშური-ბორჯომი-ახალციხე- ახალქალაქი და ნინოწმინდას მიმართულებით რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის 10015 მჰც ± 14 მჰც და 10365 მჰც ± 14მჰც სიხშირეების მონაცვლეობით გამოყენების წესი აცნობოს კომისიას, რადიოსარელეო სადგურების ინსტალაციის შემდგომ;
3. აღირიცხოს შპს „ალანიასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ალანიასთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) ) 1 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ალანიასთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
