წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს ”ახალ ქსელებს” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 557 / 16

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 03, 2008

მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის  04 სექტემბერს შპს ”ახალი ქსელებმა” განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში ”კომისია”) (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის №6/2091-08), სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წინააღმდეგ დავის განხილვის მოთხოვნით. განმცხადებელი მოითხოვს კომისიის გადაწყვეტილებით დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”  შპს ”ახალი ქსელების” დაშვება ქ.ქუთაისში სატელეფონო კანალიზაციაში სატელეფონო კაბელის დემონტაჟის მიზნით.

კომისია აღნიშანვს, რომ შპს ”ახალი ქსელებმა”,  წარმოდგენილი მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, კომისიაში შემოტანილ განცხადებაზე დანართის სახით წარმოადგინეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სახელზე გაგზავნილი წერილები და ინვენტარიზაციის აქტი, რომელსაც ხელს აწერენ ორივე კომპანიის წარმომადგენლები. შპს ”ახალი ქსელების” განცხადება, დანართებთან ერთად გადაეგზავნა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” და განესაზღვრა ვადა 2008 წლის 12 სექტემბრამდე, შეპასუხების წარმოსადგენად.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ 2008 წლის 19 სექტემბერს, კომისიის სხდომაზე, წარმოადგენილ იქნა შეპასუხება, რომლის შესაბამისად, მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი მოთხოვნა ჩათვალა უსაფუძვლოდ და აღნიშნა, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს გაწეულ მომსახურებაზე დავალიანების არსებობისა და მოდავე მხარესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობის გამო.

კომისიამ, შეისწავლა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, განცხადებაში დასმული მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ საკითხი კომისიის რეგულირების სფეროს მიეკუთვნებოდა, საჭირო იყო მისი განხილვა და არსებითი გადაწყვეტა და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე და 39-ე მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე,  კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №529/16 გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის არსებითი  განხილვა შპს ”ახალ ქსელებს” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის, დაინიშნა 2008 წლის 26 სექტემბერს,  16:00 საათზე.

კომისია აღნიშანვს, რომ საკითხის არსებითი განხილვა მოხდა 2008 წლის 26 სექტემბერს. შპს ”ახალმა ქსელებმა” ჩამოაყალიბა მისი მოთხოვნები, კერძოდ მხარე მოითხოვს:

1.   დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შპს ”ახალი ქსელების” დაშვება ქ. ქუთაისში, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” კუთვნილ სატელეფონო კანალიზაციის არხებთან კაბელის დემონტაჟის და გატანის მიზნით;

2.  დაევალოს სს ”საქათველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” გადაიანგარიშოს, კაბელების დემონტაჟის მიმართვის სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიაში” რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში მომსახურებაზე დარიცხული თანხები;

3. კომისიის 2008 წლის 14 მარტის №122/16 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, რომელსაც განმცხადებლის მოსაზრებით დენადი ხასიათი აქვს, მოხდეს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 26 სექტემბერის სხდომაზე, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ  მისი კომპანია არ იყო წინააღმდეგი მომხდარიყო შპს ”ახალი ქსელების” კუთვნილი კაბელების დემოტნაჟი, კომისიის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი კვირის ვადაში, და ასევე მომხარიყო კაბელების დემონტაჟის შესახებ მიმართვის, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” კანცელარიაში რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში მომსახურებაზე დარიცხული თანხების გადაანგარიშება, თუ შპს ”ახალი ქსელები” უარს განაცხადებდა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირების მოთხოვნაზე. შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” შემოთავაზებაზე და უარი თქვა აღნიშნული კომპანიის სანქცირების შესახებ წარმოდგენილ მოთხოვნაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ სახეზეა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალსიწნებული შემთხვევა და შესაბამისად შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავაზე ადმინისტრაციული წარმოება ექვემდებარება შეწყვეტას.  

      ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  42-ე მუხლის  მე-5 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით,

გადაწყვიტა:

1.      შეწყდეს შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის ადმინსიტრაციული წამოება შპს ”ახალი ქსელების” მიერ განცხადებაზე უარის თქმის, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი კვირის ვადაში დემონტაჟის განხოციელებაზე ნებართვის გაცემაზე და დემონტაჟის თაობაზე შპს ”ახალი ქსელების” განაცხადის სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში” რეგისტრაციის დღიდან დარიცხული მომსახურების თანხის გადაანგარიშებაზე თანხმობის გაცემის გამო.

2.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის გაგზავნა;

3.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.

კომისიის წევრები:                                  . კვიტაიშვილი

                                                            . ნონიკაშვილი

                                                            . ფრუიძე

                                                             . ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები