წვდომის მენიუ

შპს ”მობიტელი” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 559 / 1

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2008

მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №527/8 გადაწყვეტილებით ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-7-4 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად  გამოცხადდა შპს ”მობიტელი”.

კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, შპს ”მობიტელს” „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (26,250.00 -ოცდაექვსი ათას ორას ორმოცდაათი) 30%-ს 7,875.00  – (შვიდი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარი ანუ 5375.00 (ხუთი ათას სამას სამოცდათხუთმეტი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ერთი თვის ვადაში გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მობიტელი”-ს მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილ იქნა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 5375.00 (ხუთი ათას სამას სამოცდათხუთმეტი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”მობიტელს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N126 ლიცენზია  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-4 (რვა-შვიდი-ოთხი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 26 სექტემბრამდე;

) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (18,375.00 - თვრამეტი ათას სამას სამოცდათხუთმეტი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (18,375.00 - თვრამეტი ათას სამას სამოცდათხუთმეტი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

1,531.25 ლარი    -   2008 წლის 26 ოქტომბრამდე;

1,531.25 ლარი    -   2008 წლის 26 ნოემბრამდე;

1,531.25 ლარი    -   2008 წლის 26 დეკემბრამდე;

1,531.25 ლარი    -   2009 წლის 26 იანვრამდე;

1,531.25 ლარი    -   2009 წლის 26 თებერვლამდე

1,531.25 ლარი    -   2009 წლის 26 მარტამდე;

1,531.25 ლარი    -   2009 წლის 26 აპრილამდე;

1,531.25 ლარი    -   2009 წლის 26 მაისამდე;

1,531.25 ლარი    -   2009 წლის 26 ივნისამდე;

1,531.25 ლარი    -   2009 წლის 26 ივლისამდე;

1,531.25 ლარი    -   2009 წლის 26 აგვისტომდე;

1,531.25 ლარი    -   2009 წლის 26 სექტემბრამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ”მობიტელი”-სთვის ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის წევრები:                                                    

ს.ბრიტანჩუკი

ზ.ნონიკაშვილი

გ.ფრუიძე

კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები