წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 06 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 56 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2008

მიღების თარიღი თებერვალი 01, 2008

                     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 01 თებერვლის N 06 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს N 06 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-12 (სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და სს ”გლობალ ერთს” შორის დავის განხილვის შესახებ) საკითხის განხილვა კომისიის მ/წლის 08 თებერვლის № 07 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. დამატებით შეტანილ იქნეს  N 06 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში  2 (ორი) საკითხი:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ (მომხს. ი. ხარებავა);

ბ) „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის12 დეკემბერის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  (მომხს. კ. ყურაშვილი);

3.  დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 01 თებერვლის N 06 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

  კომისიის თავმჯდომარე                                                         გ. არველაძე          

                 კომისიის წევრი                                                         ზ. ნონიკაშვილი                     

                 კომისიის წევრი                                                          გ. ფრუიძე

                კომისიის წევრი                                                          კ. კვიტაიშვილი            

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები