წვდომის მენიუ

სს ”ელმავალმშენებლისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 563 / 13

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2008

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ სს ”ელმავალმშენებელმა”  (რეგისტრირებული ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 25 დეკემბრის N 1/5-33 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/344-08; 11.09.08) ქ. თბილისის ტერიტორიაზე  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი  სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს სს ”ელმავალმშენებელს” ერთი წლის ვადით 443.400 მგჰც სიხშირე  (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ.თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს სს ”ელმავალმშენებლისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.      კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში    სს ”ელმავალმშენებლისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”ელმავალმშენებლისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები