შპს “დარაკასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2008
მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს შპს “დარაკამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს. კ. №204985873) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/341-08; 09.09.08) ქ. თბილისში (დაცვითი საქმიანობისთვის) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “დარაკას” ერთი წლის ვადით 147.175 მჰც, 152.825 მჰც და 162.975 მჰც სიხშირეები ქ.თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს შპს “დარაკასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “დარაკასთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “დარაკასთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
