წვდომის მენიუ

შპს “ვიპ - სერვისი ჯორჯია 2008”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 567 / 13

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს შპს “ვიპ - სერვისი ჯორჯია 2008”-მ (რეგისტრირებული ქ. თბილისის  საგადასახადო ინსპექციის მიერ,   ს. კ. №205261474) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/338-08; 09.09.08)  ქ. თბილისში (დაცვითი საქმიანობისთვის) დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “ვიპ - სერვისი ჯორჯია 2008”-ს ერთი წლის ვადით  416.125 მჰც  და 421.375 მჰც  სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს “ვიპ - სერვისი ჯორჯია 2008”-სთვის  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში  (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ვიპ - სერვისი ჯორჯია 2008”-სთვის სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ვიპ - სერვისი ჯორჯია 2008”-სთვის ჩაბარებისთანავე. 

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები