თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2008
მიღების თარიღი თებერვალი 01, 2008
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:1. მიეცეს თანხმობა თურქეთის რესპუბლიკის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის ARTVIN-ARHAVI – 93.9 MHz, ARTVIN-MERKEZ – 99.9 MHz, ARTVIN-ARDANUC – 101.1 MHz, ERZURUM-MERKEZ – 88.3 MHz, ERZURUM-ISPIR – 88.7 MHz, ERZURUM-ASKALE – 91.1 MHz, ERZURUM-TEKMAN – 98.3 MHz, ERZURUM-OLTU – 101.9 MHz და ERZURUM-KOPRUKOY – 103.9 MHz მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე წერილის (№ B.61.0.TLK.0.12.305.01.01.01/85558-58313, 14.11.07.) დანართში არსებული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
