წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №537/16 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

ნომერი: 572 / 19

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 10, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2008 წლის 19 სექტემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №537/16, რომელშიც დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში (ცხრილი №2) და ასევე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტში, სიტყვების ”ა.ი) საკანალიზაციო არხებში მსურველი ავტორიზებული პირისათვის ”  ნაცვლად უნდა იყოს ”ა.თ) თანალოკაციის ფართზე სპილენძის სააბონენტო წყვილების ფართოზოლოვანი რესურსების” და შემდეგ როგორც ტექსტშია, ხოლო სიტყვების ”ოფერტის დანართი №1-ის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე პუნქტები”,  ნაცვლად უნდა იყოს ”ოფერტის დანართი №1-ის პირველი და მეორე  პუნქტების მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე  ქვეპუნქტები” და შემდეგ, როგორც ტექსტშია.

”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ

 გადაწყვიტა:

1. გასწორდეს 2008 წლის 19 სექტემბერის №537/16 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომები, კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში (ცხრილი №2) და ასევე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტში, სიტყვები ”ა.ი) საკანალიზაციო არხებში მსურველი ავტორიზებული პირისათვის” შეიცვალოს სიტყვებით: ”ა.თ) თანალოკაციის ფართზე სპილენძის სააბონენტო წყვილების ფართოზოლოვანი რესურსების” და შემდეგ როგორც ტექსტშია, ხოლო სიტყვები ”ოფერტის დანართი №1-ის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე პუნქტები”,  შეიცვალოს სიტყვებით ”ოფერტის დანართი №1-ის პირველი და მეორე  პუნქტების მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე  ქვეპუნქტები” და შემდეგ, როგორც ტექსტშია.

2.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე; ნ.ჯანელიძე):

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება  კომისიის გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის წევრები               ზ.ნონიკაშვილი

                                             კ.კვიტაიშვილი

                                              გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები