ერთი მხრივ, შპს ”სერვისს” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 10, 2008
მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს, შპს ”სერვისმა” განცხადებით მიმართა კომისიას (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის №6/2041-08), სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წინააღმდეგ დავის განხილვის მოთხოვნით. განმცხადებელი მოითხოვს კომისიის გადაწყვეტილებით დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” თანალოკაციის ფართზე დაშვების ტარიფის გაუქმება და ამავე მოწვევის ოფერტაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, მისი კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებასთან შეუსაბამობის გამო, აგრეთვე მხარე მოითხოვს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაევალოს დისკრიმინაციული ტარიფის გაუქმება და დარიცხული მომსახურების საფასურის გადაანგარიშება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სერვისის” წარმოდგენილი მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, განცხადებაზე დანართის სახით, შპს ”სერვისმა” კომისიაში წარმოადგინა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სახელზე გაგზავნილი განცხადებები. შპს ”სერვისის” განცხადება, დანართებთან ერთად, გადაეგზავნა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, რომელსაც განესაზღვრა ვადა 2008 წლის 12 სექტემბრამდე, შეპასუხების წარმოსადგენად.
კომისიამ, შეისწავლა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, განცხადებაში დასმული მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ საკითხი კომისიის რეგულირების სფეროს მიეკუთვნებოდა და საჭირო იყო მისი განხილვა და არსებითი გადაწყვეტა, რის გამოც 2008 წლის 19 სექტემბერს კომისიამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება №532/16. ამავე სხდომაზე, დაკმაყოფილდა შპს ”სერვისის” შუამდგომლობაც, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ სხვა ავტორიზებული პირებისათვის, ერთი და იგივე მომსახურებაზე, სხვადასხვა ტარიფის დარიცხვის გარემოების დასადასტურებლად მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე, და შესაბამისად დაევალა სს ”საქართველოს გაერთიანებლ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ანალოგიური თანალოკაციის ფართით სარგებლობის მომსახურების მიწოდების შესახებ, მასსა და შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენა კომისიაში.
კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 19 სექტემბრის კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლის მიერ დაყენებული იქნა შუამდგომლობა, საქმის წარმობის შეჩერების შესახებ, რომელიც ემყარებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 მაისის განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. კომისიამ, იმ გარემოების გათვალსიწინებით, რომ სასამართლოს მიერ კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3; მე-4; მე-7 პუნქტების, მე-12 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის, მე-13 და მე-14 პუნქტების მოქმედება შეჩერებულია სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ნაწილში, მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ დავაზე შპს ”სერვისს” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის - სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების საფუძველზე გამოქვეყნებულ მოწვევის ოფერტაში ცვლილებების შეტანის დავალდებულების ნაწილში. კომისიის 2008 წლის 19 სექტემბერის გადაწყვეტილებით, საკითხის განხილვა უნდა განახლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 მაისის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმების შემდგომ.
კომისია აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დავა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ დისკრიმინაციული ტარიფის გამოყენების და დისკრიმინაციული ტარიფის გამოყენებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების ნაწილში, კომისიაში განხილულ იქნა 2008 წლის 03 ოქტომბრის სხდომაზე.
სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”, კომისიის დავალების შესაბამისად, წარმოადგინა შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელთან” გაფორმებული ხელშეკრულების ასლი და კორესპოდენცია, რომლითაც 2008 წლის 01 ნოემბრისათვის, შპს ”კავკასიის ციფრული ქსელისათვის” წარდგენილია ახალი შეთავაზება ძველი ხელშეკრულების მოშლის და მოწვევის ოფერტის შესაბამისი ტარიფებით, ახალი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. წარმოდგენილი მტკიცებულების ერთი ეგზემპლარი გადაეცა ასევე განმცხადებელ მხარეს.
შპს ”სერვისმა” სხდომაზე მოითხოვა დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა, სხვა ავტორიზებული პირებისაგან. სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, კერძოდ შპს ”კავკასიის ციპრულ ქსელთან” დადებული ხელშეკრულება და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წერილი ხელშეკრულების მოშლისა და ახალი პირობებით მომსახურების მიწოდების შეთავაზების შესახებ ადასტურებდა იმ გარემეოებების არსეობობას, რომლის დადასტურებაც უნდა მომხდარიყო შპს ”სერვისის” ახალ შუამდგომლობაში მოთხოვნილი მტკიცებულებებით, კერძოდ დადგინდა, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, მოწვევის ოფერტების გამოქვეყნებამდე გაფორმებულ ხელშეკრულებაში, დაფიქსირებული აქვს თანალოკაციის ფართთან დაშვებისათვის მოწვევის ოფერტისაგან განსხვავებული ტარიფები. მხარის განმარტებით აღნიშნული, განპირობებული იყო ძალაში მყოფი ხელშეკრულებათა მოშლის, ამავე ხელშეკრულებებში დაფიქსირებული პირობებით, კერძოდ ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელებისათვის ორმხრივი თანხმობის აუცილებლობით.
შესაბამისად, მოპასუხე მხარემ მოითხოვა არ დაკმაყოფილებულიყო, შპს ”სერვისის” ახალი შუამდგომლობა, რადგან ახალი მტკიცებულებების გამოთხოვა ახალ გარემოებებს ვერ დაადასტურებდა, რაც კომისიის მიერ გაზიარებულ იქნა.
მოპასუხე მხარემ ასევე დასძინა, რომ მოწვევის ოფერტის გამოქვეყნებამდე ე.წ. ძველ ხელშეკრულებებში, თანალოკაციის ფართთან დაშვების მომსახურების 2008 წლის მაისის თვეში გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის ტარიფებისაგან განსხვავებული ტარიფის შენარჩუნება, ხელშემკვრელი მხარეების კერძო სამართლებრივი ურთიერთობების ნაწილია და ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე, სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეცვლის თაობაზე, კერძოდ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად, ახალი ხელშეკრულების გაფორმების წინადადებები, უკვე გაეგზავნათ ამ მომსახურების მიმღებ ყველა მხარეს, რის გამოც აღნიშნული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება მათი მხრიდან, ვერანაირად ვერ ჩაითვლება დისკრიმინაციული ტარიფებით მომსახურების მიწოდებად. კომისია, მოპასუხე მხარის განცხადებით, ვერანაირად ვერ იმსჯელებს იმაზე, რომ ძველი ტარიფებით თანალოკაციის ფართთან დაშვება წარმატებულად განხორციელებადია დავის განხილვის მომენტისათვის.
კომისიამ განიხილა მხარეების მიერ წარმოდგენილი განცხადება და შეპასუხება, მტკიცებულებები და ზეპირი განმარტებები და მიიჩნია, რომ შპს ”სერვისის” მოთხოვნა არ უნდა იქნას დაკმაყოფილებული, შემდეგი გარემეობების გამო:
1. წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები ცხადყოფს, რომ შპს ”სერვისსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის ფართთან დაშვების ხელშეკრულებას, მოქმედების ვადა დაუმთავრდა, ხოლო ახალი ხელშეკრულება მხარეებს შორის გაფორმებული და კომისიაში წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც მხარეებს უნდა განეხორციელებინათ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
2. სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, კომისიის 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაევალა ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, რომლის შესაბამისად, კონკრეტულ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე იურიდიულ პირს ევალებოდა საკუთარი ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა მომსახურების მსურველი ავტორიზებული პირისათვის მიწოდება იმგვარი არადისკრიმინაციული და ერთგვაროვანი პირობებით (მათ შორის, ტარიფებით, ხარისხით, მიწოდების ვადებით), რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე სხვა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირებისათვის.
3. ამავე გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაეკისრა ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობებით, კერძოდ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, უნდა უზრუნველეყო საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან (მათ შორის, სათანადო სიდიდის თავისუფალ თანალოკაციის ფართზე) ტექნიკურ საშუალებებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი (აქცეპტანტი) ავტორიზებული პირის დაშვება და ურთიერთჩართვის, სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების საბითუმო ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების შეუზღუდავი, გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული პირობებით და სათანადო სიმძლავრით მიწოდება.
4. სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტის შესაბამისად, დაევალა, საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვების და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების პირობების შეთავაზების წინადადებაზე (მოწვევის ოფერტაზე) მსურველი ავტორიზებული პირის მხრიდან აქცეპტის მიღების თარიღიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ყველა სამართლიანი და გონივრული ზომის მიღება, მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად შეთანხმება, აქცეპტანტ ავტორიზებულ პირთან შესაბამისი ხელშეკრულების გააფორმება და ორმხივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, გაფორმებული ხელშეკრულების კომისიაში წარმოდგენა. აღნიშნული ვალდებულება სს ”საქართველოს გაერთიანებლმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შეასრულა და მოწვევის ოფერტა გამოაქვეყნა 2008 წლის 15 მაისს, რომლის მე-7 მუხლი განსაზღვრავდა თანალოკაციის ფართთან პირობების შეთავაზებასაც. მომსახურების მიწოდების შეთავაზება მესამე პირებისათვის ძალაში შევიდა მისი კომისიის ვებ გვერდზე (WWW.GNCC.GE) გამოქვეყნების შემდგომ. რაც შეეხება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გამოქვეყნებულ მოწვევის ოფერტზე შესაბამის აქცეპტს, აღნიშნული შპს ”სერვისის” მიერ არ განხორციელებულა, შესაბამისად მხარეებს შორის ხელშეკრუელბა არ გაფორმებულა, შეცვლილი პირობებზე შეუთანხმებლობის გამო.
5. 2008 წლის 04 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ გაფორმებული კონკრეტული ხელშეკრულების პირობები ნაკლებად ხელსაყრელია აქცეპტანტისათვის ან დისკრიმინაციულია მოწვევის ოფერტაში მოცემულ არსებით პირობებთან შედარებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა გაფორმებულ ხელშეკრულებაში და შესაბამისობაში მოიყვანოს მისი პირობები მოწვევის ოფერტის პირობებთან, შესწორებული ხელშეკრულების ასლი ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში წარმოადგინოს კომისიაში.
6. მომსახურების შეთავაზების (მოწვევის ოფერტის) პირობების გამოქვეყნების შემდგომ, ძველი პირობებით მომსახურების შეთავაზების ან/და ძველი ტარიფით ხელშეკრულების დადების ფაქტი, მხარეთა მიერ კომისიის დავალებით წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. დადგენილია აგრეთვე ის გარემეობა, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”-მ განახორციელა საქართველოს კანონმდებლობით, ასევე ე.წ. ”მოწვევის ოფერტის” გამოქვეყნებამდე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად დადგენილი წესით, შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელთან გაფორმებული” სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში მინიჭებული უფლებების დაცვით (2003 წლის 1 ნოემბრის №297 ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები), გამოქვეყნებულ მოწვევის ოფერტებთან შესაბამისობაში მოყვანისათვის აუცილებელი სამართლებრივად არგუმენტირებული ღონისძიებები (გაუგზავნა ყველა კონტრაჰენტ მხარეს წერილი ძველი სახელშეკრულებო ურთიერთობების ვადის ამოწურვისთანავე მოშლის და ახალი სახელშეკრულებო ურთიერთობების შეთავაზების თაობაზე). აღნიშნული გარემოება დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს კომისიის მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებით - შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელისათვის” გაგზავნილი 2008 წლის 19 სექტემბრის №8-15/1137 წერილით. დადგენილად უნდა ჩიათვალოს ის გარემეობა, რომ შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელსა” და მოპასუხეს შორის მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება დაიდო ერთი წლის ვადით, რომლის შესაბამისად, ფართით სარგებლობის უფლება შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელს” გადაეცა 2008 წლის 01 ნოემბრამდე. მომსახურების ფასი განისაზღვრა ერთი წლის მანძილზე, ხოლო ქირის გადახდა მოხდა არა ერთიანად მომსახურების მიწოდების დაწყებისას (რისი უფლებაც მხარეებს ჰქონდათ), არამედ სხვა პერიოდულობით (ყოველთვიურად).
აღნიშნული გარემოებების და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე პუნქტების, ასევე კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N 5 დადგენილების (“მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” დამტკიცების თაობაზე) მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ”თ” პუნქტზე დაყრდნობით, კომისია განმარტავს, რომ:
ა) ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომელიც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” საქმიანობას არეგულირებს 2008 წლის 4 აპრილის №189 გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდგომ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ეკისრება ვალდებულება ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების შეთავაზებისას, მოთხოვნილი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის მსურველი ავტორიზებული პირისათვის არადისკრიმინაციულად (შეუზღუდავად), ერთსა და იმავე ვადებში და ერთნაირი პირობებით მიწოდება, ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტი, აღნიშნულ კომპანიას, ავალებს ერთგვაროვანი პირობებით მომსახურების პირობების დადგენის უზრუნველყოფას. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ მომსახურების მიწოდების შეთავაზება და მომსახურების მიწოდება ხორციელდება ერთგვაროვანი პირობებით მის მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის შესაბამისად.
ბ) ვერ ჩაითვლება დადასტურებულად, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მეოთხე პუნქტის დარღვევა, რადგან აღნიშნული მუხლი ადგენს ავტორიზებული პირის უფლებას მომსახურება გაყიდოს უკეთესი პირობებით, ვიდრე გამოქვეყნებული აქვს მომსახურების შეთავაზებაში (მოწვევის ოფერტაში). მოპასუხე მხარის მიერ, მოწვევის ოფერტის გამოქვეყნების დღის შემდგომ, მსგავსი შეთავაზების არსებობა ვერ დადასტურდა. შესაბამისად არ არსებობდა უკეთესი პირობების შეთავაზებისას, დისკრიმინაციის დაუშვებლობის მიზნით, ოპერატორის ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში თავისი მოწვევის ოფერტაში პირობების შეცვლის შესახებ.
გ) ასევე ვერ დასტურდება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ რომელიმე ავტორიზებული პირის, მომსახურების შეთავაზების (მოწვევის ოფერტის) გამოქვეყნების შემდგომ, თანალოკაციის ფართთან სხვაგვარი ტარიფით წარმატებულად დაშვების განხოციელება, რაც წარმოშობდა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ვალდებულებას, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისია მიიჩნევს, რომ სს ”საქართველოს გაერათიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ მოწვევის ოფერტის გამოქვეყნების შემდგომ პერიოდში, თანალოკაციის ფართთან დისკრიმინაციული ტარიფებით დაშვების მომსახურების მიწოდება, არ განხორციელებულა.
კომისია ასევე მიიჩნევს, რომ რადგან არ დასტურდება დისკრიმინაციული ტარიფის გამოყენების ფაქტი თანალოკაციის ფართთან დაშვებისას, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან, შესაბამისად, მოპასუხე მხარეს ვერ დაევალება შპს ”სერვისზე” დისკრიმინაციულად დარიცხული თანხის გადაანგარიშების ვალდებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელქტრონული კომუნიკაიცების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11, მე-20, 32-ე, 41-ე და 42-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (ერთის წინააღმდე
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს შპს ”სერვისის” მოთხოვნა, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე თანალოკაციის ფართთან დაშვების ტარიფის დისკრიმინაციულად ცნობის შესახებ;
2. არ დაკმაყოფილდეს შპს ”სერვისის” მოთხოვნა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე თანალოკაციის ფართთან დაშვებისათვის შპს ”სერვისზე” დარიცხული თანხების გადაანგარიშების შესახებ;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის გადაგზავნა.
4. გადაწყვეტილება ძალაშია მისი ასლის მხარეთათვის ჩაბარების შემდგომი სამუშაო დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.
6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის წევრები: ზ. ნონიკაშვილი
კ. კვიტაიშვილი
