წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 69 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 577 / 17

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 10 ოქტომბრის N 69 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს N 69 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-15 საკითხი (შპს ”კავკასუს ონლაინის” სანქცირების შესახებ) კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის დღის წესრიგის პროექტში;

2.  დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 10 ოქტომბრის N 69 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

                 კომისიის წევრი                                                          ზ. ნონიკაშვილი    

                 კომისიის წევრი                                                           გ. ფრუიძე     

                 კომისიის წევრი                                                           კ. კვიტაიშვილი                                                       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები