საქართველოში აშშ საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2008
მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ საელჩომ კომისიას მიმართა განცხადებით (U-335-08,09.09.08, შემოსული№8/81-08, 10.09.08), თანდართული ტექნიკური მონაცემების შესაბამისად ქ. ბათუმში და სარფში სამსახურებრივი დანიშნულების გადამცემების განთავსებისა და ფუნქციონირებისთვის, სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ აშშ საელჩოს ქ. ბათუმში და სარფში გამოსაყენებლად, რადიომონიტორინგით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს შედეგების საუძველზე, გამოეყო სიხშირეები ამ გადაწყვეტილების დანართში მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად.
სიხშირეები გათვალისწინებულია, ქ. ბათუმში და სარფში განთავსებული სამსახურებრივი დანიშნულების გადამცემების ფუნქციონირებისთვის, რაც გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოში აშშ საელჩოს სიხშირეები ქ. ბათუმში და სარფში განთავსებული სამსახურებრივი დანიშნულების გადამცემების ფუნქციონირებისთვის ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრებით სამსახურებრივი კავშირისთვის და გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს საქართველოში აშშ საელჩოსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოში აშშ საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოში აშშ საელჩოსთვის ჩაბარებისთანავე
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
