საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის N 726/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2008
მიღების თარიღი თებერვალი 01, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ინთერნეიშენალ ისთეით ინვესტმენტს საქართველომ” (რეგისტრირებული ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 204864548) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული სიხშირეების შეცვლის თაობაზე.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ 2007 წლის 30 ნოემბრის კომისიის №726/13 გადაწყვეტილებით შპს ”ინთერნეიშენალ ისთეით ინვესტმენტს-საქართველოს” ოპერატიული რადიოკავშირისთვის შპს ”ინთერნეიშენალ ისთეით ინვესტმენტს-საქართველოს” დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მიენიჭა 142.325 მჰც, 142.350 მჰც და 147.550 მჰც სიხშირეები. 142.325 მჰც და 142.350 მჰც მინიჭებული სიხშირეები არ შეესაბამებოდა შპს ”ინთერნეიშენალ ისთეით ინვესტმენტს-საქართველოს” მიერ შეძენილი აპარატურის ტექნიკურ პარამეტრებს, რის შესაბამისადაც შპს ”ინთერნეიშენალ ისთეით ინვესტმენტს-საქართველომ” მოითხოვა მისთვის მინიჭებული სიხშირის შეცვლა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის N 726/13 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“1. მიენიჭოს შპს ”ინთერნეიშენალ ისთეით ინვესტმენტს-საქართველოს” 150.700 მჰც, 155.750 მჰც და 147.550 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;”;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
