შპს ”კავკასიის ციფრული ქსელები”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N 18 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2008
მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (10.09.2008 №7/343-08) მიმართა შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელებმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N18 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასიის ციფრული ქსელები” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N18 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-6-6 (რვა-ექვსი-ექვსი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 30.12.2008. წ- მდე;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”, ხოლო ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ”განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნას კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.”
შპს ”კავკასიის ციფრული ქსელები”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N18 ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2008 წლის 30 დეკემბერს. შესაბამისად, შპს ”კავკასიის ციფრული ქსელები”-ს მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მოთხოვნები ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N18 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას, კომისიამ იხელმძღვანელა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტია ა) ქვეპუნქტით, რომლის შესაბამისადაც, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ”ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს”.
შპს ”კავკასიის ციფრული ქსელები”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N18 ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2008 წლის 30 დეკემბერს, გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხი კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა 2008 წლის 10 ოქტომბერს, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, შეადგენს 2006 წლის 10 ოქტომბრიდან - 2008 წლის 10 ოქტომბრამდე, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს.
კომისია აღნიშნავს, რომ ციფრების სამნიშნა კომბინაციით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ გამართულია 12 აუქციონი:
|
N |
ნუმერაციის რესურსი |
რესურსით სარგებ-ლობის საფასურის საწყისი ოდენობა |
რესურსით სარგებლობის საფასურის აუქციონზე დაფიქსირებული ოდენობა |
აუქციონის ჩატარების თარიღი |
გამარჯვებული |
|
1
|
8-5-4 |
15,000.00 ლარი |
15,750.00 ლარი |
10.11.2006 |
შპს ”ლაგი” |
|
2 |
8-7-0 |
15,000.00 ლარი |
16,500.00 ლარი |
02.02.2007 |
სს ”საქ. გაერთიანებ. სატელეკომუნიკაციო კომპანია |
|
3 |
8-7-8 |
15,000.00 ლარი |
15,750.00 ლარი |
02.02.2007 |
სს ”საქ. გაერთიანებ. სატელეკომუნიკაციო კომპანია |
|
4 |
8-5-8
|
15,000.00 ლარი |
95,250.00 ლარი |
13.04.2007
|
შპს ”ჯეოსელი”
|
|
5 |
8-7-9 |
15,000.00 ლარი |
15,750.00 ლარი |
08.06.2007 |
შპს ”მობიტელი”
|
|
6
|
8-7-6 |
15,000.00 ლარი |
15,750.00 ლარი |
21.09.2007 |
შპს ”ლუნეტი” |
|
7
|
8-7-1 |
15,000.00 ლარი |
15,750.00 ლარი |
30.11.2007 |
შპს ”მობიტელი”
|
|
8 |
8-9-2 |
25,000.00 ლარი |
61,250.00 ლარი |
04.04.2008 |
შპს ”ბროდბანდ 4 იუ” |
|
9 |
8-5-2 |
25,000.00 ლარი |
27,500.00 ლარი |
15.05.2008 |
შპს”ალექს დეველოპ-მენტ ჯორჯია” |
|
10 |
8-9-4 |
25,000.00 ლარი |
61,250.00 ლარი |
13.06.2008 |
შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია” |
|
11 |
8-5-7 |
25,000.00 ლარი |
71,250.00 ლარი |
04.07.2008 |
შპს ”ჯეოსელი” |
|
12 |
8-7-4 |
25,000.00 ლარი |
26,250 ლარი |
19.09.2008 |
შპს ”მობიტელი” |
შესაბამისად, აუქციონებზე დაფიქსირებულმა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურების ჯამმა შეადგინა 438,000.00 (ოთხას ოცდათვრამეტი ათასი) ლარი, ხოლო შპს ”კავკასიის ციფრული ქსელები”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N18 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური (აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკული) შეადგენს 36,500.00 (ოცდათექვსმეტი ათას ხუთასი) ლარს. (438,000.00 :12 =36,500.00) .
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”კავკასიის ციფრული ქსელები”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N18 ლიცენზიას 2008 წლის 30 დეკემბრიდან 10 წლით - 2018 წლის 30 დეკემბრამდე;
2. შპს ”კავკასიის ციფრული ქსელები”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N18 ლიცენზიისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს - 36,500.00 (ოცდათექვსმეტი ათას ხუთასი) ლარით;
3. უზრუნველყოს შპს ”კავკასიის ციფრული ქსელებმა” 36,500.00 (ოცდათექვსმეტი ათას ხუთასი) ლარის 2008 წლის 10 ნოემბრამდე გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
4. შპს ”კავკასიის ციფრული ქსელები”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N18 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-6-6 (რვა-ექვსი-ექვსი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 10.10.2008. წ- მდე;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
5. შპს ”კავკასიის ციფრული ქსელები” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში აღნიშნული თანხის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
6. შპს ”კავკასიის ციფრული ქსელები”-ს მიერ, წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2008 წლის 10 ნოემბრამდე გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, წინამდებარე გადაწყვეტილების, მიღების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს შპს ”კავკასიის ციფრული ქსელები”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N18 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
9. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
