წვდომის მენიუ

შპს ”ახალი ქსელები” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ

ნომერი: 586 / 1

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2008

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 5 სექტემბრის  №502/8 გადაწყვეტილებით შპს ”ახალი ქსელები” გამოცხადდა გამარჯვებულად  სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ შემდეგ აუქციონებში:

ა) 2XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. ქუთაისი;

ბ) 4XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.ქუთაისი;

კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, შპს ”ახალ ქსელებს”, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი თითოეული ლიცენზიისთვის, კერძოდ:

1. ქ. ქუთაისში 2XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (45,000.00 -ორმოცდახუთი ათასი) 30%-ს 13,500.00 – (ცამეტი ათას ხუთასი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2,000.00 (ორი ათასი) ლარი ანუ 11,500.00 (თერთმეტი ათას ხუთასი) ლარი;

2. ქ.ქუთაისში 4XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად - ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (48,000.00 - ორმოცდარვა ათასი) 30%-ს 14,400.00 – (თოთხმეტი ათას ოთხასი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2,000.00 (ორი ათასი) ლარი ანუ 12,400.00 (თორმეტი ათას ოთხასი)ლარი;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელების”  მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30% თითოეული ლიცენზიისთვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”ახალ ქსელებს”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N127 ლიცენზია  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ქუთაისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 2XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 10 ოქტომბრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (45,000.00 -ორმოცდახუთი ათასი) დარჩენილი 70%-ის (31,500.00 - ოცდათერთმეტი ათას ხუთასი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (31,500.00 - ოცდათერთმეტი ათას ხუთასი ლარი)  გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

2625 ლარი    -   2008 წლის 10 ნოემბრამდე;

2625 ლარი    -   2008 წლის 10 დეკემბრამდე;

2625 ლარი    -   2009 წლის 10 იანვრამდე;

2625 ლარი    -   2009 წლის 10 თებერვლამდე;

2625 ლარი    -   2009 წლის 10 მარტამდე;

2625 ლარი    -   2009 წლის 10 აპრილამდე;

2625 ლარი    -   2009 წლის 10 მაისამდე;

2625 ლარი    -   2009 წლის 10 ივნისამდე;

2625 ლარი    -   2009 წლის 10 ივლისამდე;

2625 ლარი    -   2009 წლის 10 აგვისტომდე;

2625 ლარი    -   2009 წლის 10 სექტემბრამდე;

2625 ლარი    -   2009 წლის 10 ოქტომბრამდე;

4. მიეცეს შპს ”ახალ ქსელებს”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N128 ლიცენზია  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ქუთაისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 4XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 10 ოქტომბრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

5. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (48,000.00 -ორმოცდარვა ათასი) დარჩენილი 70%-ის (33,600.00 - ოცდაცამეტი ათას ექვსასი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

6. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (33,600.00 - ოცდაცამეტი ათას ექვსასი ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

2800 ლარი    -   2008 წლის 10 ნოემბრამდე;

2800 ლარი    -   2008 წლის 10 დეკემბრამდე;

2800 ლარი    -   2009 წლის 10 იანვრამდე;

2800 ლარი    -   2009 წლის 10 თებერვლამდე;

2800 ლარი    -   2009 წლის 10 მარტამდე;

2800 ლარი    -   2009 წლის 10 აპრილამდე;

2800 ლარი    -   2009 წლის 10 მაისამდე;

2800 ლარი    -   2009 წლის 10 ივნისამდე;

2800 ლარი    -   2009 წლის 10 ივლისამდე;

2800 ლარი    -   2009 წლის 10 აგვისტომდე;

2800 ლარი    -   2009 წლის 10 სექტემბრამდე;

2800 ლარი    -   2009 წლის 10 ოქტომბრამდე;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-3, მე-5 და მე-6, პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

9. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ახალი ქსელები”-სთვის ჩაბარების დღიდან;

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ ) ერთი  თვის ვადაში;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

კომისიის წევრები                                                     ზ.ნონიკაშვილი

                                                                                                გ.ფრუიძე

                                                                                კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები