წვდომის მენიუ

პალუშა გიორგობიანი - სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ

ნომერი: 588 / 1

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2008

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 5 სექტემბრის  №502/8 გადაწყვეტილებით ფიზიკური პირი - პალუშა გიორგობიანი გამოცხადდა გამარჯვებულად  სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ შემდეგ აუქციონში:

- 7XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. ქუთაისი;

კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით პალუშა გიორგობიანს „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი, კერძოდ:

- ქ. ქუთაისში 7XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (43,000.00 -ორმოცდასამი ათასი) 30%-ს 12,900.00 – (თორმეტი ათას ცხრაასი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2,000.00 (ორი ათასი ) ლარი ანუ 10,900.00 (ათი ათას ცხრაასი) ლარი ;

კომისია აღნიშნავს, რომ პალუშა გიორგობიანის მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30% .

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს პალუშა გიორგობიანს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N129 ლიცენზია  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ქუთაისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 7XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 10 ოქტომბრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (43,000.00 -ორმოცდასამი ათასი) დარჩენილი 70%-ის (30,100.00 - ოცდაათი ათას ასი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (30,100.00 - ოცდაათი ათას ასი ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

2508.33 ლარი    -   2008 წლის 10 ნოემბრამდე;

2508.33  ლარი    -   2008 წლის 10 დეკემბრამდე;

2508.33  ლარი    -   2009 წლის 10 იანვრამდე;

2508.33  ლარი    -   2009 წლის 10 თებერვლამდე;

2508.33  ლარი    -   2009 წლის 10 მარტამდე;

2508.33  ლარი    -   2009 წლის 10 აპრილამდე;

2508.33  ლარი    -   2009 წლის 10 მაისამდე;

2508.33  ლარი    -   2009 წლის 10 ივნისამდე;

2508.33  ლარი    -   2009 წლის 10 ივლისამდე;

2508.33  ლარი    -   2009 წლის 10 აგვისტომდე;

2508.33  ლარი    -   2009 წლის 10 სექტემბრამდე;

2508.37  ლარი    -   2009 წლის 10 ოქტომბრამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის პალუშა გიორგობიანისთვის ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ ) ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

კომისიის წევრები                                                     ზ.ნონიკაშვილი

                                                                                                გ.ფრუიძე

                                                                                 კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები