შპს ”Black Sea Telecom”-ისა და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2008
მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 12 სექტემბრის N525/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.
ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 2008 წლის 5 ოქტომბრის 17:00 საათი.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განაცხადი წარმოადგინა შპს ”Black Sea Telecom”-მა და სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომაპნია”-მ, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც არ შეესაბამება გამოცხადებული აუქციონის პირობებს. კერძოდ, შპს ”Black Sea Telecom”-ის განცხადებას თანდართული არ აქვს რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) და სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთები, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადებას თანდართული არ აქვს კომპანიის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) და სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, თუ განმცხადებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, ადმინისტრაციული ორგანო ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2008 წლის 12 სექტემბრის N525/8 გადაწყვეტილების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ვადა შპს ”Black Sea Telecom”-ს 2008 წლის 21 ოქტომბრამდე წარმოადგინოს რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) და სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთები;
2. მიეცეს ვადა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომაპნია”-ს 2008 წლის 21 ოქტომბრამდე წარმოადგინოს კომპანიის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) და სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთები;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე, ნ.ჯანელიძე):
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ”Black Sea Telecom”-სა და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” გაგზავნა;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის გვერდზე ინტერნეტში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);
6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი);
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
