საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2008
მიღების თარიღი თებერვალი 01, 2008
გადაწყვიტა:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნილი კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში შევიდეს ცვლილებები და დამატებები:
ა) № 2 დანართის მე-5 პუნქტში საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვროს 8-ით;
ა.ა) № 2 დანართის მე-5 პუნქტის 5.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”5.4. სპეციალისტი - 2 - 10 – 20”;
ბ) № 2 დანართის მე-6 პუნქტში საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვროს 4-ით;
ბ.ა) № 2 დანართის მე-6 პუნქტს დაემატოს 6.3 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”6.3. სპეციალისტი - 1 - 10 – 10”;
გ) საშტატო ერთეულის საერთო რაოდენობა განისაზღვროს 91-ით;
დ) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტის ჯამი განისაზღვროს 760.00-ით, ხოლო კოეფიციენტების საერთო ჯამი - 1.360.00-ით.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
