რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2008
მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 5 სექტემბრის N504/8 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი:
- წყვილი სიხშირული ზოლი: 27912,5 მჰც ÷ 27968,5 მჰც და 28 920,5 მჰც ÷ 28 976,5 მჰც;
ბ) თითოეული ზოლის სიგანე: 56 მჰც
გ) გადამცემის გამოსასვლელი სიმძლავრე: 0.112 ვტ. (20.5 dbm);
დ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული საზღვარი: ქ.თბილისი, ქ.რუსთავი, ქ.ქუთაისი და ქ.ბათუმი;
ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ვადად განისაზღვრა 2008 წლის 28 სექტემბრის 17:00 საათი, ხოლო აუქციონის ჩატარების თარიღად 2008 წლის 17 ოქტომბრის 13:00 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში არც ერთ ლიცენზიის მაძიებელს არ შემოუტანია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ჩაშლილად გამოცხადდეს კომისიის მიერ 2008 წლის 5 სექტემბრის N504/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებული აუქციონი, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები:
ზ.ნონიკაშვილი
კ.კვიტაიშვილი
