წვდომის მენიუ

შპს ”ქე-ლე”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 602 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2008

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ქე-ლე”-მ  (რეგისტრირებული  ქ. რუსთავის საგადასახადოს მიერ, ს.კ. № 216451970) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/355-08; 23.09.08)  ქ. რუსთავში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (ტაქსებით მომსახურეობისთვის) დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში  ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”ქე-ლე”-ს  ერთი წლის ვადით 402.650  მჰც და 407.750 მჰც  სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. რუსთავში  და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს ”ქე-ლე”-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ქე-ლე”-სთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე). 

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ქე-ლე”-სთვის  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები