წვდომის მენიუ

შპს ”კავკაუსუს ონლაინის” სანქცირების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 604 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 17, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 11 სექტემბერს კომისიას  განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/2172-08) მიმართა სს ”ეგრისმა” და მოითხოვა შპს ”კავკასუს ოანლაინის” სანქცირება.

   კომისია აღნიშნავს, რომ სს ”ეგრისის” მოთხოვნა შპს ”კავკასუს ონლაინის” სანქცირების შესახებ ემყარება შპს ”კავკაუსუს ონლაინის” მიერ კომისიის 2008 წლის 01 თებერვლის №68/16 გადაწყვეტილების შეუსრულებლობას, რითაც ირღვევა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მეორე პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნები, კერძოდ შპს ”კავკასუს ონალინი”-ს მიერ არ სრულდება კომისიის 2008 წლის 01 თებერვლის №68/16 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, დაიწყო შპს ”კავკასუს ონლაინის” სანქცირებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. წარმოების დაწყების შესახებ, შპს ”კავკაუსუს ოანლინს” შეტყობინება განცხადებასთან და თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად გაეგზავნა 2008 წლის  07 ოქტომბერს. შპს ”კავკასუს ონალინს” ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება, ასევე განესაზღვრა ვადა მისი მოსაზრებების წერილობითი ფორმით წარმოსადგენად.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”ეგრისის” წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე (წარმომადგენლის ავადმყოფობის გამო), 2008 წლის 10 ოქტომბერს, საკითხის განხილვა ერთი კვირით გადაიდო და გაიმართა  2008 წლის 17 ოქტომბერს, კომისიის სხდომაზე. კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელი არ დაეთანხმა  სს ”ეგრისის” მოთხოვნას და აღნიშნა, რომ მათ მიერ  ცალსახად შესრულდა კომისიის 2008 წლის 01 თებერვლის №68/16 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის მოთხოვნები. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, კონტრაჰენტ მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ხელშეკრულების პროექტი, ხოლო კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის მიზეზად, მოპასუხე მხარემ  დაასახელა ის გარემოება, რომ სს ”ეგრისმა” მათ წარდგენილ ხელშეკრულების პროექტს ხელი არ მოაწერა. შპს ”კავკასუს ონალინი” ასევე აღნიშანვს, რომ სს ”ეგრისმა” წარმოუდგინა ხელშეკრულების მისეული პროექტი, რომელიც არ შეესაბამებოდა მათ მიერ გამოქვეყნებულ მოწვევის ოფერტაში ასახულ პირობებს.

შპს ”კავკასუს ონლაინის” მოსაზრებით, კომისიის მიერ გაფართოებული ურთიერთჩართვისთვის გამოყენებული ორ მეგაბიტწამის ექვივალენტურ პორტებთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფის დადგენის შემდგომ, მხარეების მიერ გამოხცადებული გაფართოვებული ურთიერთჩართვის ტარიფები, შესაბამისობაში მოვა ზღვრულ ტარიფთან და აღმოიფხვრება ის დამაბრკოლებელი გარემოება, რომლის გამოც ფაქტობრივად ვერ ხდება კომისიის გადაწყვეტილების სრულყოფილად აღსრულება.

 კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიაში უკვე დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის თაობაზე, რის შესახებ 2008 წლის 27 ივნისს მიღებულია №372/23 გადაწყვეტილება. კვლევის და ანალიზის შედეგად უნდა გამოვლინდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები და უნდა დადგინდეს ზღვრული ტარიფი. სხდომა ჩანიშნულია 2008 წლის 17 ოქტომბრისათვის.

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდგომ, კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ ამ ეტაპზე, შეუძლებელია შპს ”კავკასუს ოანლაინის” სანქცირების საკითხის განხილვა, შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების გამო:

1. შპს ”კავკასუს ონალინის” მიერ, კომისიის 2008 წლის 01 თებერვლის №68/16 გადაწყვეტილების შესაბამისად, განხორციელდა შესაბამისი ქმედება, კერძოდ სს ”ეგრისს” გაეგზავნა ხელმოწერილი და ბეჭედდასმული გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების პროექტი ხელმოსაწერად. წარმოდგენილ ხელშეკრულების პროექტზე, სს ”ეგრისის” მიერ უნდა განხორციელებულიყო უპირობო აქცეპტი ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რაც განხორციელებული არ არის მხარეების მიერ წარმოდგენილი წინააღმდეგობრივი პოზიციებიდან გამომდინარე. შესაბამისად, საუბარი, იმის შესახებ, რომ შპს ”კავკასუს ონლაინმა” არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, სადაოა;

2. ფაქტობრივად შეუძლებელია ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის დასრულებამდე და სადაოდ გახდილი ტარიფების შესწავლისა და შესაბამისი ზედა ზღვრული ტარიფის დადგენამდე, კომისიის 2008 წლის 01 თებერვლის №68/16 გადაწყვეტილების  პირველი პუნქტის აღსრულება მხარეთა მიერ სრულყოფილად. როგორც კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი (კ. ყურაშვილი) აღნიშნავს, კომისიის გადაწყვეტილებები უნდა შესრულდეს ერთობლიობაში, მისი სარეზოლუციო ნაწილის ყველა პუნქტის ურთიერთშეჯერებით. შეუძლებელია ვისაუბროთ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ კომისიის 2008 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შეუსრულებლობაზე, თუ არ მოხდება მსჯელება მხარეთა  მიერ ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ურთიერთჩართვის  პირობების შესაბამისად,  ხელშეკრულების გაუფორმებლობის ობიექტურ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე. აღნიშნული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უკავშირდება შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ მოწვევის ოფერტაში გამოქვეყნებული ტარიფების სხვა ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში გასაჩივრების ფაქტს, მისი არაგონივრულობისა  და ხარჯებზე არაორიენტირებულობის გამო. ამასთან  ორივე მხარის მიერ ცალმხრივად ხელმოწერილი პროექტების ურთიერთგაცვლა  არ შეიძლება ჩაითვალოს მათ მიერ კომისიის გადაწყვეტილების რეალურ შესრულებად.

ზემოაღნიშნული გარემეობების გათვალისიწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ სანქცირების საფუძველი არ არსებობს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილების სრულყოფილად შესრულება შეიძლება შეფასდეს ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის დასრულებისა და შესაბამისად, ზღვრული ტარიფის დადგენისა და შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ შესაბამისი კორექტირებული მოწვევის ოფერტის გამოქვეყნების  შემდგომ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს შპს ”კავკასუს ონლაინის” გაფრთხილებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, სს ”ეგრისის” 2008 წლის 2008 წლის 11 სექტემბერის №6/2172-08 განცხადების საფუძველზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ. გოთოშია) კომისიის 2008 წლის 01 თებერვლის №68/16 გადაწყვეტილების აღსრულების კონტროლი, კომისიის მიერ ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ზღვული ტარიფების დადგენის  თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდგომ;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების სს ”ეგრისის”-თვის და  შპს ”კავკასუს ონლაინის”-თვის გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის დაინტერესებული მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                        გ. არველაძე

კომისიის წევრები                                                     ზ.ნონიკაშვილი

                                                                                      კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები