წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 72 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 606 / 17

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 22 ოქტომბრის N 72 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს N 72 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 (შპს ”კავკასუს ონლაინის” სანქცირების შესახებ) საკითხი 2008 წლის 24 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგის პროექტში მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე;

2. დამატებით შეტანილ იქნეს  N 72 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 1 (ერთი) საკითხი:

ა) ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე);

3.  დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 22 ოქტომბრის N 72 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

  კომისიის თავმჯდომარე                                                         გ. არველაძე                    

                 კომისიის წევრი                                                          ზ. ნონიკაშვილი    

                 კომისიის წევრი                                                           კ. კვიტაიშვილი                                                       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები