წვდომის მენიუ

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე საჯარო ად

ნომერი: 607 / 23

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ,,კომისია”) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე;

2. დაევალოს კომისიის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი) დადგენილების პროექტის მომზადება;

3. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2008 წლის 21 ნოემბერს 12 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან დადგენილების პროექტზე დადებითი სამართლებრივი დასკვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღეში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას  (ნ.ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                    გ.არველაძე

წევრები:                                                                

ზ.ნონიკაშვილი                                                                                                                                   

გ.ფრუიძე                                                                

 კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები