წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 75 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 612 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 24, 2008

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 24 ოქტომბრის N 75 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. გადაიდოს N 75  სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-15 საკითხის (ერთი მხრივ, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” და მეორე მხრივ, შპს ”მაგთიკომს” შორის დავის განხილვის შესახებ) განხილვა დამატებითი შესწავლის მიზნით, ერთი კვირით და შეტანილ იქნეს 2008 წლის 31 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. დამატებით შეტანილ იქნეს  N 75 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 1 (ერთი) საკითხი:

ა) შპს ”კავკასუს ონლაინის” სანქცირების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე).

3.  დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 24 ოქტომბრის N 75 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).                                     

                  კომისიის წევრი                                                          ზ. ნონიკაშვილი    

                 კომისიის წევრი                                                           გ. ფრუიძე     

                 კომისიის წევრი                                                           კ. კვიტაიშვილი                                                       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები