წვდომის მენიუ

შპს „სერვისლაინისთვის ” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 614 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 24, 2008

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს “სერვისლაინმა” კომისიას მიმართა განცხადებით (№0108/11-06.10.08), ქალაქ თბილისში და ბათუმში  განლაგებულ საბაზო სადგურებამდე ინფორმაციული ციფრული ნაკადების მისაწოდებლად,   რადიოსარელეო ხაზების ასაგებად  და ფუნქციონირებისთვის, სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

     კომისია აღნიშნავს, რომ  შპს “სერვისლაინი”  არის ავტორიზირებული პირი (რეგისტრაციის №235/1, 26.12.2007),  ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას  №F55  (ვადა 29.04.2008)   და  რადიოსიხშირული სპექტრის (3434.5 მჰც ÷ 3445.0 მჰც) და  (3534.5 მჰც ÷  3545.0 მჰც) გამოყენება კომისიის გადაწყვეტილებით (420/1,27.07.2007) განსაზღვრული აქვს, ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებში.

      კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”  საქართველოს კანონის 47I-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის   გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების     მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც  განისაზღვრება  ” რადიოსიხშიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”.    

      აღნიშნულიდან გამომდინარე,  შპს “სერვისლაინისთვის” ქ. თბილისში და ქ.ბათუმში განლაგებულ საბაზო სადგურებამდე ინფორმაციული ციფრული ნაკადების მისაწოდებლად,   რადიოსარელეო ხაზების ასაგებად  და სხვადასხვა მიმართულებებით ფუნქციონირებისთვის, 12გჰც და 26გჰც სიხშირულ დიაპაზონებში შერჩეულ იქნა რადიოსარელეო სიხშირული წყვილები (12961 მჰც±14 მჰც და 13227 ±14 მჰც,  24563მჰც±14 მჰც და 25571 ±14 მჰც, 24815მჰც±14 მჰც და 25823 ±14 მჰც) თითოეული ზოლის სიგანით 28 მჰც და განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს   22124.16 (ოცდაორი ათას ას ოცდაოთხი) ლარს და თექვსმეტ თეთრს. 

       კომისია აღნიშნავს, რომ  რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად ქ. თბილისში და ქ.ბათუმში განლაგებულ საბაზო სადგურებამდე ინფორმაციული ციფრული ნაკადების მისაწოდებლად,   რადიოსარელეო ხაზების ასაგებად  და სხვადასხვა მიმართულებებით ფუნქციონირებისთვის.

    „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 47I-ე მუხლის მე-4 პუნქტის და  „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს “სერვისლაინს” დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული რადიოსიხშირეები ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, ქ. თბილისში და ქ.ბათუმში განლაგებულ საბაზო სადგურებამდე ინფორმაციული ციფრული ნაკადების მისაწოდებლად, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით 10  წლის ვადით - 2018  წლის 24 ოქტომბრამდე,  აუქციონის გარეშე;

2.  განესაზღვროს შპს “სერვისლაინს” სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 22124.16 (ოცდაორი ათას ას ოცდაოთხი) ლარი და თექვსმეტი თეთრი; 

3.  უზრუნველყოს შპს “სერვისლაინმა” ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის  22124.16 (ოცდაორი ათას ას ოცდაოთხი) ლარის და თექვსმეტი თეთრის  გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით 10 დღის ვადაში:

      მიმღები: 

      ხაზინის ერთიანი ანგარიში; 

       ა/ა  200122900;

      ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;

      კოდი - 220101222;

      საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;

4.  აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს “სერვისლაინის” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

5.   აღირიცხოს შპს  “სერვისლაინისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე) შპს “სერვისლაინის” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

6. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “სერვისლაინისთვის” რადიოსიხშირეების მინიჭების  საკითხი  შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ)1 თვის ვადაში;   

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).                                                                 

კომისიის თავმჯდომარე                                                             გ.არველაძე                                                         

კომისიის     წევრი                                                                        გ.ფრუიძე

კომისიის    წევრი                                                                          ზ.ნონიკაშვილი

კომისიის    წევრი                                                                          კ.კვიტაიშვილი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები