წვდომის მენიუ

ნორვეგიული ხალხის დახმარების წარმომადგენლობისთვის საქართველოში სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 615 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 24, 2008

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ნორვეგიული ხალხის დახმარების წარმომადგენლობამ საქართველოში (რეგისტრირებული  ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 205263150) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/359-08; 24.09.08)  ქ. გორისა და ქ. ქარელის მიმდებარე ტერიტორიებზე  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს ნორვეგიული ხალხის დახმარების წარმომადგენლობას საქართველოში ერთი წლის ვადით 157.750  მჰც სიხშირე ქ. გორისა და ქ. ქარელის მიმდებარე ტერიტორიებზე  ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს ნორვეგიული ხალხის დახმარების წარმომადგენლობისთვის საქართველოში მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ნორვეგიული ხალხის დახმარების წარმომადგენლობისთვის საქართველოში სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ნორვეგიული ხალხის დახმარების წარმომადგენლობისთვის საქართველოში ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები