შპს “თორნიკე და ლუკასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2008
მიღების თარიღი ოქტომბერი 24, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “თორნიკე და ლუკამ” (რეგისტრირებული ქ. რუსთავის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 216452069) კომისიას მიმართა განცხადებით (№7/371-08; 29.09.08) ქ. რუსთავში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (ტაქსებით მომსახურეობისთვის) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “თორნიკე და ლუკას” ერთი წლის ვადით 157.775 მგჰც და 163.475 მგჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. რუსთავში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს შპს “თორნიკე და ლუკასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”თორნიკე და ლუკასთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”თორნიკე და ლუკასთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
